კედელზე ამოსული ყვავილები
პროექტის ავტორებს ეს იდეა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დაპროექტებისას მოუვიდათ. პროექტის მიხედვით, მთელი სივრცე მაქსიმალურად იყო დაზოგილი, ამიტომ აღმოჩნდა, რომ არ იყო გათვალისწინებული არც აივნები, არც ფანჯრის რაფები და შესაბამისად, არ იყო ცოცხალი მცენარეების ადგილიც.
სწორედ ამის შემდეგ, Pocket Panel-ს გაუჩნდა იდეა- მათ პირდაპირ სახლის კედელზე მიამაგრეს პანელი პატარა ჯიბეებით, რომელშიც ყვავილები გაზრდას შეძლებდნენ.
ასე გამოიყურება ისინი ყვავილების გარეშე

იმისათვის, რომ სახლის კედლებმა სისუფთავე შეინარჩუნოს, ყვავილების ქოთნების სტრუქტურის შექმნისას სადრენაჟე მილებიც არის გათვალისწინებული და უზრუნველყოფილი.

პანელები განკუთვნილია დეკორატიული მცენარეების გაშენებისათვის, მაგრამ თავისუფლად შეიძლება დარგოთ თუნდაც მწვანილი, ზოგიერთი სახეოის ბოსტნეული ან კენკრა.


