სერბეთის სასტუმრო, სადაც ყველა სტუმარს საკუთარი მცურავი ნომერი ექნება

თქვენ უბრალოდ მიდიხართ, იღებთ სასურველ ნომერს, შემდეგ ამ ნომერთან ერთად თქვენთვითონვე ირჩევთ ადგილს: საცხოვრებლად, საცურაოდ, სათევზაოდ, ხედებით დასატკბობად, და ა.შ

ასეთი სტილი შემოთავაზებულია კომპანია Salt & Water-ის მიერ, ის გვაძლევს კონცეფციას, რომელი რეალობაში გარდასახვისთვის ემზადება.

ეს არის დამოუკიდებელი ოთახი-კატამარანი, რისი საშუალებითაც თქვენ შეძლებთ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას მთელი დასვენების განმავლობაში.

სანაპიროზე განთავსებულია სასტუმროს ცენტრალური ბაზა, რომელიც მოიცავს, მცირე დარბაზს, რესტორანს, კაფეს და ორ ნავსადგომს.

ნავსადგომში განლაგებულია ცალკეული ნომრები, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ დატოვონ ბაზა და მოემსახურონ კლიენტებს, ხელი შეუწყონ მოგზაურობაში, ყველაზე მიმზიდველ და რომანტიკულ გარემოში.

თითოეული ნომერი გამოირჩევა მაქსიმალური კომფორტით: მისაღები, სამზარეულო, ღია ტერასა, სააბაზანო, საძინებელი, “კაპიტნის ხიდი”.

თითოეული ნომერი გათვლილია ორიდან – ოთხ ადამიანამდე: ცურვა, დაივინგი, თევზაობა, ეს ყველაფერი რეალურია. ეს არამხოლოდ სასტუმროს ნომერია, არამედ სახლი, საიდანაც ყოველდღიურად ულამაზესი ხედები იშლება.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია