top of page

მსოფლიოს 5 ულამაზესი ჩანჩქერი

ჩანჩქერები ბუნების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ქმნილებებია, მათმა სულისშემძვრელმა სილამაზემ შეიძლება ძალიან ღრმა შთაბეჭდილება დატოვოს დამთვალიერებელზე. გთავაზობთ მსოფლიოს რამდენიმე ულამაზესი ჩანჩქერის ფოტოს:

ჩანჩქერი ვიქტორია ზიმბაბვეში

ვიქტორია ანუ მოსი-ოა-თუნია ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს. მდინარე ზამბეზის წყალი 108 მეტრ სიმაღლეზე ეშვება. ჩანჩქერი ძალიან განიერია (1,708 მეტრი სიგანეში) და მისი შხეფები საკმაოდ დიდ სიმაღლესა და რადიუსზე იფრქვევა.

ჩანჩქერი იგუაძუ არგენტინაში

ჩანჩქერი იგუაძუ არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე მოსჩქეფს. სიმაღლით ის ძალიან დიდი არ არის, სულ რაღაც 87 მეტრი, თუმცა ძალზე შთამბეჭდავი სანახავია თავისი 2700 მეტრზე განფენილი ნალის ფორმის 257 კასკადით.

ჩანჩქერი ენჯელი ვენესუელაში

ჩანჩქერი ენჯელი მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერია – მისი უწყვეტი ვარდნის სიგრძე 979 მეტრია. ამ ჩანჩქერის მონახულება შეგიძლიათ იუნესკოს მიერ დაცულ კანაიმას ეროვნულ პარკში. ჩანჩქერს სახელწოდება მისი აღმომჩენის, ამერიკელი ავიატორის ჯიმი ანჯელის პატივსაცემად ჰქვია.

ჩანჩქერი კაიტორი გაიანაში

კაიტორის ვარდნის სიმაღლე 226 მეტრია, როცა ის თავისი მრავალსაფეხურიანი კასკადების პირველ საფეხურს აღწევს. გაიანაში მდებარე ამ ულამაზეს ჩანჩქერს ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარული უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს, რადგან ის შუაგულ ველურ ბუნებაში, ურბანული არისგან მოშორებით მდებარეობს.

ნიაგარას ჩანჩქერი აშშ/კანადა

ნიაგარა ალბათ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია. ის აშშ-სა და კანადის საზღვარზე მდებარეობს. ნიაგარა ორი სექციისგან არის ფორმირებული – ნალისებრი ჩანჩქერი კანადის მხარეს და დანარჩენი ნაწილი ამერიკის მხარეს – ისინი კუნძულით არის გაყოფილი. ნიაგარას კანადური ნაწილი უფრო შთამბეჭდავია – წყალი აქ 53 მეტრი სიმაღლიდან ეცემა, მაშინ როცა ამერიკული ნაწილის ვარდნის სიმაღლე მხოლოდ 21-30 მეტრია.

Please reload

bottom of page