ზღაპრული ტყე ბელგიაში
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ეს მისტიკური, ზღაპრული ტყე “ჰელერბოს” (Hallerbos) ნამდვილად არსებობს და ის ბელგიაში მდებარეობს.

მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს.

ამ პერიოდში ჰელერბოსს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ნისლიანი დღეები, რაც ამ ტერიტორიაზე საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის ფოტოების გადასაღებად – ნისლი ყვავილებით მოფენილ ტყეს იდუმალებას მატებს.

მაჩიტების სქელი ხალიჩა მოწმობს, რომ ჰელერბოსი უძველესი ტყეა. ეს არ ნიშნავს, რომ ტყეში ძალიან ასაკოვანი ხეები დგას, უბრალოდ ჰელერბოსი საუკუნეების განმავლობაში, სულ მცირე 300-400 წელიწადი ტყის მასივი იყო.

