top of page

Ryanair ბარგის ახალი პოლიტიკა 1 ნოემბრიდან


ირლანდიურმა ავიაგადამზიდმა გამოაცხადა ბარგის ახალი წესები, რომელიც ძალაში შედის 1 ნოემბრიდან! ამ პოსტში ვეცდებით შევაჯამოთ ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება. დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ევროპის ფავორიტი ავიაკომპანია RyanAir, რომელიც ყოველდღიურად ასრულებს 1600 რეისს 72 ბაზირებული აეროპორტიდან, აკავშირებს 189 მიმართულებას 30 ქვეყანაში და ოპერირებს 300-ზე მეტ ბოინგ 737-800 ტიპის ბორტს. RyanAir-ის გუნდი ამჟამად შეადგენს 9 500 თანამშრომელს, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლესი გამოცდილებით ავიაციის სფეროში, ასევე კომპანია გამოირჩევა მისი უსაფრთხოებით უკვე 30 წელზე მეტია.

ჩასაბარებელი ბარგი:

ჩასაბარებელი ბარგის წონა გაიზრდება 15 კილოგრამიდან 20 კილოგრამამდე.

20 კილოგრამიანი ბარგის შემთხვევაში ღირებულება მცირდება €/£35-დან €/£25-მდე, თუმცა კომპანია შობის, ახალი წლის, დიდ მარშუტებზე და მაღალი სეზონის პერიოდში დაამატებს ღირებულებას €/£10.

ხელ ბარგი:

მხოლოდ პრიორიტეტული ჩასხდომის მგზავრებისთვის: შესაძლებლობა ექნებათ ბორტზე აიტანონ 2 ბარგი, 1 ჩვეულებრივი (55სმ x 40სმ x 20სმ) და 1 პატარა ჩანთა (35სმ x 20სმ x 20სმ).

ყველა სხვა დანარჩენ გზავრს შეუძლიათ თავისი დიდი ბარგი (გორგოლაჭებიანი ჩანთა) ჩააბარონ ჩასაბარებელ ბარგში (უფასოდ) და დამატებით ბორტზე აიტანონ პატარა ზომის ჩანთა.

თუ გნებავთ რომ ბორტზე აიტანოთ თქვენი ყველა ბარგი ამ შემთხვევაში უნდა დაამატოთ სერვისი პრიორიტეტული ჩასხდომა. მისი ღირებულება ბილეთს ყიდვისას შეადგენს €/£5, მომსახურების დამატება ბილეთის შეძენის შემდეგ დაგიჯდებათ €/£6

როდის ამოქმედდება ახალი წესები?

ახალი წესები ამოქმედდება 1 ნოემბრიდან და იმოქმედებს ყველა ფრენაზე 1 ნოემბრის შემდეგ.

წყარო: www.aviabiletebi.org

Please reload

bottom of page