top of page

სასტუმრო, რომელიც ხეზეა განთავსებული

თუ გიყვართ ეგზოტიკური გარემო Lion Sands Game Reserve სათქვენო ადგილია, სადაც შეგიძლიათ ველური ბუნების შვილების – ლომების, ჰიპოპოტამების, ჟირაფების ცხოვრებას ბუნებრივ პირობებში ადევნოთ თვალი და იმავდროულად, ისარგებლოთ კომფორტის სრული პაკეტით.

“ლაიონ სენდზ” სტუმრებს სთავაზობს არჩევანს 5 ღია კოტეჯსა და 3 ხეზე განთავსებულ სახლს შორის, რომელთაგანაც თითოეულს უნიკალური პირობები აქვს. კოტეჯებში არის ფართო ნომრები საკუთარი ბაქნებით, რომლებიც მდინარე საბისა და კრუგერის ეროვნული პარკის თვალწარმტაც ხედებს გადაჰყურებს. უფრო მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ დამსვენებლებს კი კურორტის მესვეურები ხეზე განთავსებულ ნომრებს სთავაზობენ, სადაც ამ უკანასკნელთ ღია ცის ქვეშ, კაშკაშა ვარსკვლავების ცქერაში შეუძლიათ დაძინება. როდესაც აფრიკის მცხუნვარე მზე ჩავა და სამხრეთაფრიკული ღამე დადგება, ამ მინიმალური კომფორტის მქონე (მათ შორის, არავითარი ელექტროენერგია) სასტუმრო ოთახებში გეუფლებათ შეგრძნება, რომ თქვენც ბუნების ნაწილი ხართ.

“ლაიონ სენდზ” დამსვენებლებს სხვადასხვა სახის ექსპედიციებსა და ტურებს სთავაზობს, თითოეულის ინტერესების გათვალისწინებით. ველური მხეცების ღრიალის მოსმენის გარდა კურორტზე შეგიძლიათ სპა მომსახურებით, დაივინგითა და საცურაო აუზებით ისიამოვნოთ. ეს საოცარი ადგილი, თავისი ულამაზესი გარემოთი ნამდვილად თქვენი ოცნების კურორტია.

Please reload

bottom of page