იტალიაში შემოდგომის ფესტივალი იწყება
იტალიაში შემოდგომის მსვლელობა იწყება. 13-დან 22 ოქტომბრამდე დღესასწაულებისა და ფესტივალების მთელი სერია გაიმართება და ისინი ერთდროულად რამდენიმე ქალაქს მოიცავს.
მსვლელობა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მის სტუმრებს მართლაც მრავალფეროვანი სანახაობა ელით. თეატრალური დადგმები, ისტორიული კოსტიუმების ჩვენება, გამოფენები, ექსკურსიები თუ კიდევ ბევრი სხვა რამ დასაწყისისთვის რომის სიახლოვეს, ქალაქ მონტეროტონდოში გაიმართება.
ქუჩებში ცნობილი მუსიკოსები დაუკრავენ, დადგმებში კი პოპულარული მსახიობები ითამაშებენ. ხოლო, იტალიური სამზარეულოს დასაგემოვნებლად ქალაქის ცენტში რამდენიმე დახლი განთავსდება.
