TripAdvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო 25 მუზეუმი დაასახელა

ტურისტულმა სააგენტომ და ყველასთვის კარგად ნაცნობმა TripAdvisor-მა მსოფლიოს საუკეთესო 25 მუზეუმი დაასახელა. პირველ ადგილს თავისი მდიდრული კოლექციით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი იკავებს. აქ წარმოდგენილია როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი ხელოვანების მრავალფეროვანი ნამუშევრები. მეორე ადგილს იკავებს ახალი ორლეანის მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ეროვნულ მუზეუმი. მესამე ადგილი კი პარიზის ორსეის მუზეუმს ერგო.
გთავაზობთ TripAdvisor-ის მიერ დასახელებულ ტოპ 10 საუკეთესო მუზეუმს:
4. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი;
5. ერმიტაჟი (რუსეთი);
6. 9/11 მემორიალური მუზეუმი (აშშ);
7. ანთროპოლოგიის ნაციონალური მუზეუმი (მექსიკა);
8. აკროპოლისის მუზეუმი (საბერძნეთი);
9. პრადოს მუზეუმი (ესპანეთი);
10. ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი (დიდი ბრიტანეთი).

