შუშის სახლი ხიროსიმაში

28 Sep 2017

საპროექტო ბიურომ NAP Architects წარმოადგინა ინოვაციური სახლი, რომლის კედლების ნაწილი მთლიანად ოპტიკური შუშისგან არის აშენებული.

ეს თანამედროვე სახლი ქალაქ ხიროსიმაში (იაპონია), მრავალსართულიან სახლებს შორის არის ჩადგმული და უნიკალური ფასადით გამოირჩევა. ფასადი მთლიანად შუშის “აგურებითაა” შესრულებული და მეტად ორიგინალურად გამოიყურება მიმდებარე სტანდარტულ შენობებს შორის.

მრავალსართულიან სახლებს შორის აშენებული ამ შუშის სახლის ფასადი ხმაურიან, მუდმივად მსუბუქი ავტომობილებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სავსე ქუჩას გადაჰყურებს. შუშის კედელი კი არა მხოლოდ ალამაზებს ექსტერიერს, არამედ საკმაოდ კარგი ბარიერიცაა ხმაურისთვის.

არანაკლებ საინტერესოა სახლის ინტერიერიც. შუშის კედლის მიღმა აქ ფაქტობრივად ლამის მთელი ტყეა გაშენებული, რაც მეტად ფასეულია ნებისმიერ ქალაქში. “სახლის ტყიდან” კი შესასვლელია ყველა დანარჩენ ოთახში – საძინებლებში, სამზარეულოში, სასტუმრო და სააბაზანო ოთახებში.

შუშის დამცავი ფასადის ასაშენებლად არქიტექტორებმა დაახლოებით 6 ათასი შუშის ბლოკი გამოიყენეს, ეფექტი კი ნამდვილად არაჩვეულებრივი მიიღეს.

 

 

 

 

 

 

Please reload

Please reload