ყველაზე საშიში რკინიგზები მსოფლიოში
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე საოცარ რკინიგზებს. საშიში, თუმცა ამავდროულად მშვენიერი მოგზაურობა, რომელიც რომანტიკულ ატმოსფეროსთან ერთად მძაფრს შეგრძნებას გიქმნით.
ვატიკანის რკინიგზა
არ არის გასაოცარი, რომ ყველაზე მოკლე რკინიგზა სწორედ ვატიკანშია. ის სულ ცოტა ხნის წინ შედიოდა რომის პაპის საკუთრებაში და გამოიყენებოდა რათა პაპს შეძლებოდა რომში მოხვედრა. რკინიგზის სიგრძე კილომეტრზე ოდნავ მეტია. ამჟამად მისი გამოყენება შეუძლია თითოეულ მსურველს, თუმცა არა უფასოდ. მოგზაურობის დროს მრავალი ღირსშესანიშნაობის დათვალიერებაა შესაძლებელი, ამიტომაც გზა ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.

ტრანსციმბირული რკინიგზა (რუსეთი)
ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზაა. მისი სიგრძეა - 9 288 კილომეტრი. ის რუსეთის ევროპულ ნაწილს აკავშირებს შორეულ აღმოსავლეთს, ციმბირსა და ურალს.

ჩინეთის პროვინიიდან, ცინხაი - ტიბეტის ავტონომიურ რაიონამდე.
მისი სგრძეა 2 კილომეტრი. ეს გზა მიჩნეულია ყველაზე მაღალმთიანად. ყველა მატარებელი აღჭურვილია ჟანგბადის ნიღბებით.
რკინიგზა მაკლონგის ბაზრის გავლით (ტაილანდი)
მაკლონგი პირდაპირ რკინიგზაზეა განთავსებული. ხალხს დღეში რამდენჯერმე უწევთ მატარებლისთვის ადგილის დათმობა.

მატარებელი ღრუბლებში (არგენტინა)
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში რკინიგზაა. ის გაივლის 29 ხიდს, 21 გვირაბს და 13 ვიაკუდს — გრძელი და მაღალსაყრდენიანი ხიდური ნაგებობა გზისა და დასერილ ადგილს შორის.

სადგური Gyeonghwa (სამხრეთ კორეა)
სამხრეთ კორეის რაიონში, ჩინხეში იზრდება დაახლოებით 340 000 ალუბლის ხე რკინიგზის გარშემო. წარმოიდგინეთ ყვავილობის პერიოდში ამ მატარებლით მგზავრობა!
ვიაკუდი ლანდვასერი (შვეიცარია) როგორც ცნობილია, შვეიცარია მთიანი ქვეყანაა, ამიტომაც ადგილობრივ ინჟინრებს მძიმე საუშაოოს შესრულება მოუხდათ, რათა შეექმნათ ეფექტური სისტემა. შედეგად მივიღეთ მშენიერი სანახაობა.
