10 ქალაქი გასაოცარი ხედით
როგორი ხედი გესიამოვნებოდათ ფანჯრიდან? იქნებ უსაზღვრო ოკეანე ან ხედი ჩიტის ფრენის სიმაღლიდან? ვიღაცას მოსწონს მთები, ვიღაცას-აყვავებული ბაღები, ვიღაც კი თავისი ეზოს ხედითაც კმაყოფილდება. დაათვალიერეთ 10 ქალაქი, რომელთა სახლის ფანჯრებიდან გასაოცარი ხედი იშლება.
რონდა
რონდა ძველი ესპანური ქალაქია. ის მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე ორ მაღალმთიან მასივზე, რომლებსაც ხიდი აერთიანებთ. ადგილობრივების ფანჯრიდან გადაშლილი ხედი სიტყვებით აღუწერელია.

მანაროლა
ულამაზესი ქალაქი იტალიის პროვინციაში ლიგურიაში თითქოს მთებიდან იზრდება. განმაცვიფრებელი ხედი- აი რაზე არ უწევთ არასდროს ოცნება ადგილობრივებს, ვინაიდან ყველა სახლის ფანჯრიდან ულამაზესი სანახაობა იშლება.

ბონიფაჩო
გასაოცარი ბონიფაჩო მდებარეობს ხმელთაშუა ზღვიდან 70 მეტრ სიმაღლეზე მდეობარეობს. ეს კორსიკის ყველაზე კოლორიტული ქალაქია, რომელიც პირდაპირ კლდეებზეა გაშენებული. მის მცხოვრებლებს, ალბათ, დიდი ხანია არ ეშინიათ სიმაღლის.

კეიპტაუნი
ეგზოტიკური ქალაქი აფრიკის კიდეში. ამის იქით მხოლოდ ანტარქტიდაა.

ტროპეა
ტროპეა- უნიკალური კურორტი იტალიის კიდეში ცნობილია იმით, რომ აქ სახლების ნაწილი აშენებულია მაღალი კლდის თავზე. ლეგენდის თანახმად, ქალაქი ჰერაკლემ დაარსა. ესპანეთიდან დაბრუნებისას ის მოიხიბლა ულამაზესი “ღმერთების ნაპირით”.

სინტრა
სინტრა- ადგილი, რომლითაც აღფრთოვანებული იყვნენ XIX საუკუნის რომანტიკოსები და პორტუგალიელი მეფეები. მავრიტანიელ მმართველებს კი ეზიზღებოდათ. ეს აყვავებული ქალაქი-ბაღი პორტუგალიის მშვენებაა.

მადეირა
ტროპკული არქიპელაგი ულამაზესი ლანდშაფტით. ამ ქალაქს “მოტივტივე ბაღს” ეძახიან. აქ მცხოვრებლების ფანჯრებიდან განმაცვიფრებელი ხედი იშლება.

ნორტ ბონდი
სიდნეის ეს გარეუბანი მდებარეობს ცნობილი ბონდი ბიჩის პლაჟის თავზე და სიამოვნებით ადევნებს თვალყურს სერფერებს, რომლებიც ტალღებს იპყრობენ.

კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა
ამ ქალაქის მცხოვრებლებმა საცხოვრებლად საშიში ადგილი აირჩიეს. აქ სახლები უფსკრულის პირასაა გაშენებული 50 მეტრ სიმაღლეზე.

სანტორინი
დაახლოებით 3500 წლის წინ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ეგეოსის ზღვაში გაჩნდა არქიპელაგი სანტორინის 5 კუნძულისგან. ამ დასახელებას ატარებს მთავარი კუნძულიც. ნებისმიერი ადამინი, რომელიც ამ ადგილს ნახავს, მას ვერასდროს დაივიწყებს.
