ბრატისლავაში მაღაზიები და ქუჩის ბაზრობები
ბრატისლავაში იყიდება ყველაფერი, როგორც ეს ევროპულ დედაქალაქს ეკადრება, ფასები კი სხვა მეგაპოლისებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია.
ყველა ტიპის მაღაზია ბრატისლავაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე ღიაა. დიდი საბითუმო მაღაზიები უფრო ადრეც იღება და სავაჭრო ცენტრებთან ერთად საღამოს 21 საათამდე მუშაობს, ისინი ღიაა შაბათ-კვირასაც. სხვა მაღაზიების უმრავლესობა შაბათ შუადღიდან ორშაბათ დილამდე დაკეტილია.

ბრატისლავას ისტორიული ძველი ქალაქის უმშვენიერეს ქუჩებში ძირითადად ფუფუნების ნივთების მაღაზიებია განლაგებული, ფასებიც შესაბამისად მაღალია. ხოლო ბრატისლავას ცენტრის მიმდებარედ, Obchodna Ulica-ზე მდებარეობს სხვადასხვა ტიპის, ძირითადად იაფი და საშუალო ფასიანი მაღაზიები.

ბრატისლავაში არის შესანიშნავი ქუჩის ბაზრობები, მხოლოდ იქ სეზონზე უნდა მოხვდეთ. მაგალითად, შობაზე ან ხილისა და ბოსტნეულის სეზონზე.


ბრატისლავაში ოთხი სავაჭრო ცენტრია, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიოში გავრცელებული მოლების სახითაა მოწყობილი. თითოეულ მათგანს აქვს კინო, კაფეები და რესტორნები, გამოყოფილი საკვები სივრცე, სასურსათო სუპერმარკეტი და დაახლოებით 50-დან 100-მდე სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მაღაზია, რომელთა დიდი ნაწილიც ტანსაცმელზეა სპეციალიზებული.
ეს მოლებია Polus – სპორტული სტადიონების ახლოს:








ამ მოლების გარდა, ქალაქის ყველა ნაწილში, ძირითადად საოფისე შენობებისა და ჰიპერმარკეტების ახლოს, მდებარეობს მრავალი თანამედროვე სავაჭრო ცენტრი. ესაა მინი მოლები, სადაც მხოლოდ 10-20 მაღაზია და 2-3 რესტორანი თუ კაფე ფუნქციონირებს. ბრატისლავას მცხოვრებთა უმრავლესობა შოფინგზე გასვლას საკუთარი სახლის შორიახლოს ამჯობინებს. ბევრ პატარა მაღაზიას ნახავთ ქუჩის კუთხეებში, ძველ სავაჭრო ცენტრებში, სადაც სექციები სამშენებლო ბლოკებითაა გადაღობილი. კლიენტების მომსახურება და მისი ასორტიმენტი სრულყოფილებისგან შორსაა, მაგრამ სლოვაკების უმრავლესობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ასეთ მაღაზიებში შესვლა ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში გარევის შანსს მოგცემთ.

ბრატისლავას სასურსათო ბაზარი Hviezdoslavovovo Namestie და Rybarska Brana ქუჩების კუთხეშია. ის ყოველდღე, დილის 9–დან ღამის 22 საათამდე ღიაა. აქ შეგიძლიათ ათზე მეტი სამზარეულოს კერძები მიირთვათ, მიუჯდეთ მაგიდას და მეზობელი რესტორნიდან პიცა ან სპაგეტი მოითხოვოთ. რუკები, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში ლაშქრობის დროს ძალიან გამოგადგებათ, შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზია Knee Slovenske–ში, რომელსაც Rybarska Brana და Laurinska ქუჩების კუთხეში იპოვით.
