სახლი “ნიჟარა” იაპონიის ტყეში

27 Oct 2017

იაპონიაში, ნაგანოს პრეფექტურაში, კაროიზავას ტყეში იაპონელი არქიტექტორის კოტარო იდეს (Kotaro Ide, ARTechic) შედევრის – “ნიჟარა” სახლის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა.

ორსართულიანი, ნიჟარის მსგავსი კონსტრუქცია გარშემორტყმულ ტყესა და კლდეებში თითქოს უცხოდ გამოიყურება. თუმცა მომრგვალებული, ნატიფი ფორმების წყალობით მაქსიმალურად ესადაგება ლანდშაფტს და თითქოს ბუნებასთან ჰარმონიზებას ცდილობს. სახლი განკუთვნილია ზაფხულობით დასვენებისა და შაბათ-კვირაობით ხშირი ვიზიტებისთვის, შესაბამისად მფლობელები მის მრავალწლიან ექსპლუატაციას გეგმავდნენ.

ნაგანოს პრეფექტურაში დაბალი ტემპერატურისა და მაღალი ნესტიანობის გამო საკმაოდ მკაცრი კლიმატია. ტრადიციულად ნაგები სახლები ასეთ ჰავას დიდხანს ვერ უძლებს. ამ მომენტმა უბიძგა არქიტექტორ კოტარო იდეს ნიჟარის მსგავსი, მიწაზე “მოტივტივე” სახლი რკინა-ბეტონით აეგო და მაქსიმალურად აერიდებინა თავი ტრადიციული მასალებისა და არქიტექტურისგან. რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მოცემულ პირობებში საუკეთესოდ “იცავს” თავს ნესტისა და სიცივისგან.

 

სახლის ინტერიერის დიზაინი ექსტერიერის ფორმებს იმეორებს – კედლები შიგნითაც მომრგვალებულია, კუთხეების გარეშე. ავეჯის დიდი ნაწილი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული და მორგებულია სახლის მომრგვალებულ ფორმებს.

იატაკი ალუბლის ხის მერქნისგანაა დაგებული, ხოლო ზოგიერთ ავეჯისთვის გამოყენებულია მუხა, რაც იატაკის შეფერილობასთან საინტერესო კონტრასტს ქმნის.

სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადებული, არქიტექტურულ კოსტრუქციებში, ძირითადად იატაკში ინტეგრირებული გათბობის სისტემა სითბოს დანაკარგის მინიმიზაციისა და დიდი, თბილი სივრცით ტკბობის საშუალებას იძლევა.

სახლი ნიჟარა ტრადიციული იაპონური ლანდშაფტის შესანიშნავი მაგალითია, რადგან მასში გაერთიანებულია ადამიანის ხელით ნაგები ფუტურისტული სტრუქტურა და ბუნება, რომელიც სახლს გარს ერტყმის.

სახლის დაპროექტებაზე სულ 18 თვე დაიხარჯა, მშენებლობას კი 2,5 წელიწადი დასჭირდა.

 

 

 

 

 

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია