top of page

ევროპის ულამაზესი კაფეები: პარიზი, ამსტერდამი, რომი

ევროპა კაფეების გარეშე იმდენად წარმოუდგენელია, როგორც სახლი სასადილო ოთახის ან თეატრი სცენის გარეშე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ კაფე არის ადგილი, სადაც ქალაქის ატმოსფეროს ყველაზე უკეთ შეიგრძნობ, მოისმენ ჭორებს და ცოტა ხნით შენც ადგილობრივი გახდები.

გამოცემა „Travel and leisure”-მა შეადგინა იმ დაწესებულებების რეიტინგი, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

საუკეთესოთა შორის პირველ ადგილს პარიზის “la palette” იკავებს. ადგილი სადაც პიკასო ერთი ჭიქა ღვინის დასალევად შედიოდა და მორიგი შედევრის შექმნის გეგმებს ადგენდა – დღეისათვის ადგილობრივების საყვარელი კაფეა და, როგორც წესი, ტურისტებს მისი მიგნება უჭირთ ხოლმე. ამიტომ, „ლა პალეტეს“ სტუმრობით თავს ნამდვილ პარიზელად იგრძნობთ.

რეიტინგის მეორე პოზიციას ამსტერდამი და “De Jaren” იკავებს. როგორც მოგზაურები აფასებენ, ეს არის ამსტერდამის ცოცხალი ოთახი, შეხვედრის ადგილი, მოსაწევი სივრცე, ბიბლიოთეკა და საუკეთესო ყავის მისართმევი სამყარო.

ლიდერთა სამეულს კი რომში მდებარე „Caffe Creco” ასრულებს. იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული კაფე, სადაც შუა საუკუნეების რომანტიზმი იგრძნობა. და თუკი მსოფლიოში საუკეთესო ესპრესოს დაგემოვნება გსურთ, მაშინ გრეკოს გვერდი არ უნდა აუაროთ.

პარიზი – „la palette”

ამსტერდამი – “De Jaren”

რომი – „Caffe Creco”

Please reload

bottom of page