ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე
ამერიკაში არის ერთი ადგილი, რომლის დანახვაც კი ადამიანებს ჟრუანტელს ჰგვრის. მდებარეობს სან-დიეგოსთან ახლოს, მას “Potato Chip Rock” ეწოდება. მამაცი ტურისტები ირჩევენ კლდის ყველაზე საშიშ ზღვარს, რათა სამახსოვრო სურათები გადაიღონ.
გთავაზობთ ადგილს, რომლის დანახვაზეც გამოცდილ მოგზაურებსაც კი ხელის გულები უოფლიანდებათ.



მთლიანობაში ის არც ისე საშიშია, როგორც გამოიყურება, რადგან ქვა საკმაოდ დიდ წონას უძლებს და სულ რაღაც 3 მეტრი სიმღლისაა. თუმცა, ხედი ამ ადგილიდან ნამდვილად აღმაფრთოვანებელია!
