მსოფლიოს Duty-Free-ის მაღაზიები

9 Nov 2017

პირველად მსოფლიოში  Duty-Free -ის მაღაზია 1947 წელს ირლანდიაში გაიხსნა. ირლანდიელებმა პირველად მიიღეს კანონი, რომელიც აეროპორტში მდებარე, საპასპორტო კონტროლის ზონის მიღმა მდებარე მაღაზიებს, გადასახადებისგან ათავისუფლებდა. დღეს არც ერთი საერთაშორისო აეროპორტი არ არსებობს Duty-Free-ის მაღაზიის გარეშე.

Duty-Free-ში შესასვლელად აუცილებლად უნდა გქონდეთ პასპორტი და სამგზავრო ტალონი. ჩვეულებრივ, მსგავსი მაღაზიები იმ ქვეყნის ზონაში არიან განლაგებულნი, საიდანაც მიემგზავრებით, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის ტერმინალებზე, მაგალითად უნგრეთში, ფილიპინებზე, კანადაში და აშშ-ში Duty-Free-ის მაღაზია დაფრენის ზონაშია.

დღესდღეობით Duty-Free-ში შეძენილი პროდუქციით მიღებულ მოგებაზე საუბარი სადაო საკითხადაა მიჩნეული. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გაიგონებთ ისტორიებს, იმის შესახებ, რომ ამგვარ მაღაზიებსა და ქალაქის ცენტრში არსებულ მაღაზიების ფასები თითქმის ერთი და იგივეა.  ეს ხშირად ვალუტის კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული, ასე რომ გირჩევნიათ სანამ შენაძენს გააკეთებთ სასურველი ნივთის საბოლოო ფასი გადაამოწმოთ. 


მოგება მართალია მცირეა. ეს განსაკუთრებით ვრცელდება ელიტურ ალკოჰოლურ სასმელებზე და ძვირფას პარფიუმერიაზე. მაგალითად, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის Duty-Free -ის მაღაზიაში: სუნამო 20-30% ნაკლები ღირს, აგრეთვე საკამოდ იაფად შეიძენთ პარფიუმერიის და კოსმეტიკის მინი ვარიანტსაც. მოგზაურებისთვის პატარა ნაბორები, მცირე ზომის პარფიუმერია და საცხები ხომ ძალიან ადვილი მოსახმარია.

რაც შეეხება სუვენირებს. მათი აეროპორტში შეძენა ნამდვილად არ ღირს. ეს ყველა აეროპორტისთვის საერთო და მიღებული წესია. ადგილობრივი წარმოების პროდუქცია აქ წარმოუდგენლად ძვირად ფასობს.

აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების Duty-Free-ის მაღაზიები ყველაზე საუკეთესოდ არიან მიჩნეულნი. თითქმის ამ ქვეყნების ყველა მსგავს მაღაზიაში გულუხვად გვთავაზობენ პროდუქციას და თანაც ძალიან დაბალ ფასად.  მაღაზიებში ძალიან ხშირად გასაოცრად მდიდრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

დუბაის აეროპორტის Duty-Free-ი ლიდერად არის აღიარებული. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ იქ მაღაზიები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ძალიან დიდ ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი. შესაბამისად, ასორტიმენტიც საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანი აქვთ. მთლიანობაში, იქ შენაძენით 50% ეკონომია შეგიძლიათ გააკეთოთ. აგრეთვე, ძალიან კარგია  Duty-Free-ი ბანგკოგის აეროპორტში. უმრავლესობა პარფიუმერული მაღაზიები, ევროპული ბრენდების ბუტიკები და სუვენირები ძალიან ხელსაყრელ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.


ნებისმიერი ტურისტი დაგვიდასტურებს, რომ ევროპული Duty-Free-ი სულაც არ არის იაფი. იქ შედარებით მომგებიანი იქნება ალკოჰოლური პოდუქციის, თამბაქოს და პარფიუმერიის შეძენა.

ევროპის ერთ-ერთ მეტნაკლებად კარგი Duty-Free-ი გერმანიაში მდებარეობს. ყველაზე ფართო კი ფრანკფურტში, მიუნხენში და ბერლინში. ერთ-ერთი ყველაზე კარგი Duty-Free-ის მაღაზია  შვეიცარიის ციურიხშია: დიდი პარფიუმერიის განყოფილება, რამოდენიმე ბუტიკი და რა თქმა უნდა შვეიცარული საათები. Duty-Free-ი ვენაში - ეს გლამურის მოყვარულთათვისაა.

აი, სკანდინავიის ქვეყნებში საკმაოდ სარფიანად შეიძლება ივაჭროთ და სუვენირები იაფად შეიძინოთ.შვედურ Duty-Free-ში ტურისტებს იაფი ალკოჰოლი ელოდებათ.

რაც შეეხება, კვების პროდუქტების მწარმოებელ ქვეყნებში შოპინგს მაგალითად, საბერძნეთსა და იტალიაში ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ზეთის ხილი, მაკარონი, ზეითუნის ზეთი გირჩევნიათ ქალაქში შეიძინოთ, რადგან  Duty-Free-ში მათზე ფასი საგრძნობლად გაზრდილია, თუმცა კი ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა.

არ გაგიკვირდეთ, თუ Duty-Free-ის მაღაზია პირდაპირ თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდება. სტიუარდესა ფრენის დროს სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენას, დამატებითი გადასახადის გარეშე შემოგთავაზებთ. ამასთან ბორტზე გაყიდული პროდუქტები, კიდევ უფრო იაფია, რადგან ამ შემთხვევაში, შენობის არენდის გადასახადები მინიმუმამდეა დაყვანილი. ასეთი Duty-Free-ის მინუსად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ასორტიმენტი ძალიან მწირია.

და ბოლოს, ყველაზე მთავარი. ყურადღება მიაქციეთ წესებს Duty-Free-ში ყიდვის შეზღუდვაზე. ასეთი შეზღუდვები დაკავშირებულია პროდუქტების განსაზღვრულ ლიმიტთან, რომლის გატანაც დაშვებულია ამა თუ იმ ქვეყნიდან. ამიტომ თუ აპირებთ Duty-Free-ის მაღაზიაში შესვლას, წინასწარ აუცილებლად გაეცანით საქონლის გატანასა და შემოტანაზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც იმ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს, სადაც თქვენ იმყოფებით.

Please reload

Please reload