ათი დაკარგული ქალაქი
გთავაზობთ 10 უძველეს დაკარგულ ქალაქს, რომლებზეც იქმნება ლეგენდები, იწერება წიგნები, აქ მოხვედრას ცდილობენ მოგზაურები მთელი მსოფლიოდან!

ჩიჩენ–იცა, მექსიკა
ცივილიზაცია: მაია დასახლებული: ჩვ. წ. აღ.–მდე 600–1000 წლებში ეს იყოს სამეფო ქალაქი, რომელიც მდებარეობდა წყლის არხთან ან ამოთხრილ ორმოებთან, სადაც დაცურავდა მსხვერპლშეწირულ ადამიანთა სხეულები.

ტეოტიუკანი, მექსიკა
ცივილიზაცია: სავარაუდოდ ტოტონაკის ტომი დასახლებული: ჩვ. წ. აღ.–მდე 100–250 წლებში ქალაქი, რომლის დამაარსებლების ვინაობა უცნობია ისტორიისთვის. ის წარმოადგენდა უდიდესი პირამიდების სამშობლოს კოლუმბამდე პერიოდის ამერიკაში.

მაჩუ–პიქჩუ, პერუ
ცივილიზაცია: ინკები დასახლებული: ჩვ. წ. აღ.–მდე 15–16 საუკუნეებში სამეფო ციხესიმაგრის მაცხოვრებლები კონკისტადორებმა და ჩუტყვავილის ეპიდემიამ გაანადგურა. ინკების დაკარგული ქალაქის აღმოჩენა მოხდა მხოლოდ 1911 წელს.

ანგკორი, კამბოჯა
ცივილიზაცია: ქმერების იმპერია დასახლებული: ჩვ. წ. აღ–მდე 9–15 საუკუნეებში. ათასზე მეტი ტაძარი, მათ შორის ანგკორ–ვატი, ამშვენებდნენ ქმერების დედაქალაქს. ქალაქის დაპყრობის შემდეგ ის იქცა ტაილანდად.

კართაგენი, ტუნისი ცივილიზაცია: ფინიკიელები დასახლებული: ჩვ. წ. აღ–მდე 650–146 წწ ანტიკური ქალაქი-სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენდა ნემესიდას და ჰანიბალის სამშობლოს. ქალაქი დაიწვა ბოლო პუნიკური ომის დროს.

პეტრა, იორდანია ცივილიზაცია: ნაბათები დასახლებული: ჩვ. წ. აღ–მდე მე–6 საუკუნე კლდეში ამოკვეთილი ვარდისფერი ქალაქი, რომელიც დასავლეთში საყოველთაოდ ცნობილი გახდა 1980 წელს გადაღებული ბლოკბასტერის ინდიანა ჯონსის წყალობით.


პომპეი, იტალია ცივილიზაცია: რომის იმპერია დასახლებული: ჩვ.წ.აღ–მდე 6–7 საუკუნიდან 79 წლამდე. პომპეი წარმოადგენდა კულტურულ ცენტრს, სადაც რომაელთა ელიტის წარმომადგენლები ატარებდნენ თავისუფალ დროს. ის დაინგრა ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად. ქალაქის მთელი მოსახლეობა განადგურდა.

მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ, თურქეთი ცივილიზაცია: სავარაუდოდ ფრიგიელები დასახლებული: 8–10 საუკუნეებში ეს იყო 10 სართულიანი მიწისქვეშა ქსელი და დარბაზი, რომელიც იტევდა 50 000 ათას კაცს და შინაურ პირუტყვს. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი წარმოადგენდა ქრისტიანთა თავშესაფარს.

მემფისი, ეგვიპტე ცივილიზაცია: უძველესი ეგვიპტელები დასახლებული: ჩვ,წ. აღ–მდე მე–3 საუკუნიდან ჩვ.წ. მე–7 საუკუნემდე ნილოსის დელტის შესართავთან განლაგებული მემფისი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა სავაჭრო, კომერციულ და რელიგიურ ცენტრს. უცხო დამპყრობელთა რეგულარული შემოტევების შედეგად მემფისი განადგურდა.

ბაგერჰათი, ბანგლადეში ცივილიზაცია: ალი ჰან ჯაჰანი დასახლებული: ჩვ. წ. მე–15 საუკუნე ქალაქი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Khalifatabad დაარსა თურქმა გენერალმა. აქ მდებარეობს 50–მდე ისლამური ძეგლი და 60–მდე მეჩეთი.