საშობაო ბაზრობა გერმანიაში
შობის „მოლოდინი“ ევროპაში იწყება ერთ თვით ადრე მის დადგომამდე. უკვე ნოემბრის ბოლოს ევროპის ყველა ქალაქი იქცევა უზარმაზარ საშობაო ბაზრობად, ფერადი ვიტრინებით, მორთული ნაძვის ხეებით, გირლიანდებითა და თავბრუსდახვევი სადღესასწაულო ატმოსფეროთი. ფასდაკლებების სეზონი ევროპაში ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს. ეს არის საუკეთესო დრო მოდის მიმდევრებისთვის, რომ შეავსონ გარდერობი ახალი ნივთებით, შეუთავსონ ერთმანეთს ევროპის ტური და წარმატებული შოპინგი.
წინა საშობაო სეზონი იწყება 25 ნოემბრიდან შობის ღამის 24 დეკემბრის დადგომამდე!

ყოველი გერმანული ქალაქი ამაყობს საკუთარი საშობაო ბაზრობით და ამტკიცებს, რომ სწორედ მის ქალაქში არსებობს განსაკუთრებული წინასაშობაო დღესასწაულების ტრადიცია. მაგალითად, უძველესი ბაზრობა, რომელიც ტარდება 1434 წლიდან მდებარეობს დრეზდენში მეტრო სადგურ „ლორენცკირხე“–თან ახლოს. აქ ყოველ წელს აღნიშნავენ საშობაო კექსის დღესასწაულს საკმაოდ რთული გერმანული დასახელებით „ვაინახტსშტოლენი“. დრეზდენელები ყოველ წელს ანცვიფრებენ ტურისტებს ყველაზე დიდი კექსის მომზადებით. რეკორდი დამყარდა 1999 წელს, როდესაც დრეზდენელებმა გამოაცხვეს 3000 კილოგრამიანი ვაინახტსშტოლენი.

გერმანიის ყველაზე დიდ ქალაქებში საშობაო ბაზრობები ფუნქციონირებს მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში. დიდ მოედნებზე ტარდება სხვადასხვა შოუ პროგრამები, იყიდება ტკბილეული, სუვენირები, ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები და გირლიანდები. აქ აუცილებლად გასინჯავთ საფირმო გერმანულ გლინტვეინს.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კი ერთდროულად ეწყობა 30–მდე საშობაო ბაზრობა. ამ დროს ქალაქი გადაიქცევა სუპერმარკეტისა და ატრაქციონების პარკის ნაზავად. მთავარი საშობაო ბაზრობა Christmas Market City განლაგებულია რაიონ შარლოტენბურგში და სწორედ აქ იყიდება სუვენირები ჩამოტანილი გერმანიის ყველა კუთხიდან.

გერმანია საერთოდ ითვლება საშობაო ფასდაკლებების ჩემპიონად. ყველა სავაჭრო წერტილი მიუნხენიდან ჰამბურგამდე ყიდის ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელს 80%–მდე ფასდაკლებით, ყველაზე ცნობილი სავაჭრო სახლები (Kaufhof, H&M и C&M) და პატარა მაღაზიები მონაწილეობენ საუკეთესო ფასებისათვის ბრძოლაში მყიდველების ყურადღების მისაპყრობად.
ყველაზე წარმატებული შოპინგის განხორციელება შესაძლებელია ნამდვილ სამოთხეში შოპოგოლიკებისთვის: ბერლინში, მიუნხენში, კიოლნში და დიუსელდორფში. სწორედ დიუსელდორფში თავმოყრილია ყველაზე ცნობილი ბრენდების მაღაზიები, აქ მდებარეობს შოპინგის ქუჩა–შადოვშტრასე.
