ნარინჯისფერი მელია ჰერმესის მაღაზიის ვიტრინაში

დღეს, როცა დიზაინერების უმრავლესობა თავიანთი კრეატიული აზროვნების დემონსტრირებას ციფრული ტექნოლოგიებით ამჯობინებს, ფრანგული დიზაინ სტუდიის Zim & Zou შექმნილი ვიტრინა Hermes-ის მაღაზიისთვის ბარსელონაში ( Passeo de Gràcia, Barcelona) ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევა – ვიტრინაში გამოდებული ყველა ნივთი ტყავისა და ქაღალდისგან, ხელით არის დამზადებული.
ვიტრინაში დასახლებულმა მელამ თან თავისი ავეჯი, დეკორაციები და პირადი ნივთები წამოიღო – ასეთია მისი ისტორია. მელას სახლის დეკორაციებს ორგანულად ერწყმის ჰერმესის წარმოებული ბრენდები და დამთვალიერებელს ანიშნებს, რომ სწორედ ასეთია ცხოვრების დახვეწილი სტილი.
ნანსიში მდებარე დიზაინ სტუდია Zim & Zou, რომელსაც ლუსი თომასი და თიბო ზიმერმანი ხელმძღვანელობენ, ქაღალდითა და სხვა ხელშესახები მასალის გამოყენებით შექმნილ რთულ, 3D დეკორაციებზეა სპეციალიზებული. ჰერმესის მაღაზიის დეკორირებაც ძირითადად ქაღალდით მოხდა, მელა კი ფერადი ტყავისგანაა დამზადებული.




