მოგზაურობა ლაპლანდიაში - სად მდებარეობს სანტას საიდუმლო საცხოვრებელი და სახელოსნო


ლაპლანდია – ზღაპრული პროვინციაა, რომელიც ფინეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ამ ადგილებში, თავისი პირველყოფილი ბუნებით – ტყეებითა და მთებით, უამრავი მდინარითა და ტბით, სუფთა ჰაერით, პოლარული ღამით, ყოველ ახალ წელს უამრავი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ოცნებობენ ადგილობრივი სილამაზით დატკბობაზე და ბავშვობის შორეულ ზღაპარში აღმოჩენაზე. ბავშვებისთვის კი ეს გახლავთ საშუალება, ცოცხლად იხილონ ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და შვედი მწერლის – სელმა ლაგერლეფის წიგნებში აღწერილი ადგილები. ზამთარში როვანიემი ლაპლანდიის ყველაზე საყვარელი კურორტი ხდება დიდებისთვის და პატარებისთვის – სწორედ აქ ატარებს უდიდეს დროს საშობაო სამზადისში სანტა კლაუსი. სწორედ აქ, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს სანტა კლაუსის ცნობილი სოფელი. ცნობილია, რომ სანტა კლაუსის წარმოშობის ისტორია წმინდა ნიკოლაუსს უკავშირდება. ეს ქრისტიანი წმინდანი სიცოცხლეში მალულად ეხმარებოდა უპოვრებსა და ბავშვებს.

ლეგენდის თანახმად, სანტას საიდუმლო საცხოვრებელი და სახელოსნო, სადაც საშობაო საჩუქრები მზადდება, მდებარეობს მთა კორვატუნტურიზე. მაგრამ, ვინაიდან საიდუმლო ადგილსამყოფელის შესახებ ხმა დაირხა, სანტამ გადაწყვიტა ხალხში გამოცხადებულიყო და საამისოდ პოლარულ წრეზე, როვანიემისთან მახლობლად შეარჩია ადგილი. ლაპლანდიის პატარა სოფელში, სანტამ დააფუძნა თავისი რეზიდენცია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. სანტა კლაუსი აქ ყოველდღე მოდის, იღებს სტუმრებს, კითხულობს წერილებს და იგებს, თუ რაზე ოცნებობენ ბავშვები და როგორი საჩუქრების მიღება სურთ საშობაოდ. ზამთარში, სოფლის მოედანზე უამრავ გორაკებს აგებენ, საიდანაც სრიალი უფასოა. სოფლის ცენტრში დიდი ნაძვის ხე დგას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დროშებით რთავენ. ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს და სადღესასწაულო ატმოსფეროა შექმნილი. კაბინეტში მოხვედრა ოფისის გრძელი დერეფნის გავლით არის შესაძლებელი, სადაც სანტა და მისი უცვლელი დამხმარეები – გნომები – სიხარულით იღებენ სტუმრებს. ვიზიტისთვის განკუთვნილ დროში უნდა ეცადო მოუთხრო სანტას, თუ რა არის შენს ცხოვრებაში უმთავრესი, ჩაიფიქრო სურვილი და მოკალათდე მის გვერდით.

მასთან ურთიერთობა რთული სულაც არ არის, რადგან სანტამ უამრავი უცხო ენა იცის. კარგ და დამჯერე ბავშვებს სანტა ასაჩუქრებს. ეს გახლავთ ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო სანტა კლაუსის ოფისის სტუმრობის შემდეგ. აქ შეგიძლია შეუკვეთო წერილი სანტასგან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წერილის შედგენასა და გაგზავნაში მხიარული ელფები დაგეხმარებიან. აქვე იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვების წერილებს და შემდეგ გადასცემენ სანტას.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now