top of page

ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციები

გერმანია

1. როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი გერმანელები და ავსტრიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან ამ მხრივ, აღნიშნული უცნაურობის აშკარა გამოვლინებაა ტრადიცია სახელად “ტყვიის ჩამოსხმა”, აღნიშნულ ტრადიციას “წინასწარმეტყველების” ფუნქცია გააჩნია, გერმანელები და ავსტრიელები იღებენ ტყვიის ნაჭერს, ადნობენ კოვზზე და შემდეგ ასხავენ წყლით სავსე ჭურჭელში, იმის მიხედვით თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაცივებული ტყვია დგინდება თუ რა მოხდება შემდეგ წელს, მაგალითად თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ გამოსახა ღუზა, თქვენ მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ მოხდა ისე, რომ წყალში ჯვრის ფორმა გამოისახა თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლათ, უკაცრავად მაგრამ თქვენ გელით სიკვდილი!

ეკვადორი

2. ნამდვილად არასასიამოვნო მომენტია, როდესაც ვინმე თქვენ ფოტოს წვავს, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ეკვადორში აღნიშნული ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია, ადგილობრივები აგროვებენ სურათებს, რომლებზეც წინა წლის მოვლენები და ფაქტებია ასახული, აგროვებენ და წვავენ, ეს კი ძველთან და არასასიამოვნოსთან განშორების სიმბოლოა.

მექსიკა და ბოლივია

3. მექსიკაში და ბოლივიაში ყველაფერი გაცილებით სასიამოვნო და სახალისოა, თუმცა არანაკლებ უცნაური, ახალ წელს ამ ორ ქვეყანასი ფერადი ტრუსებით ხვდებიან, მექსიკაში ვისაც სურს, რომ მომავალ წელს იპოვოს საბედო იცვამს წითელ ტრუსს, თუ სურს რომ უბრალოდ ბედნიერი წელი ჰქონდეს იცვამს ყვითელს, ბოლივიაში ტრადიცია ძალიან მსგავსია, თუმცა განსხვავება დროშია, ბოლივიელებს სჯერათ, რომ 12 საათის დადგომისთანავე თუ სწრაფად გაიქცევიან და გამოიცვლიან თავიანთ ტრუსებს მით უკეთეს ახალი წელი ექნებათ.

ფილიპინები

4. თუ მექსიკელები და ბოლივიელები მხოლოდ სიყვარულს და ბედნიერებას ეძებენ, ფილიპინელებს სრულიად სხვა მიზნები აქვთ მომავალი წლისათვის, ისინი ტანსაცმელზე ქარგავენ ან ხატავენ მრგვალი ფორმებს და ჩუქურთმებს, ეს მათთვის ფულის მომასწავლებელია, ფილიპინელები მომავალ წელს ჯეკპოტის მოგებას გეგმავენ და გათვლა ფულზეა ორიენტირებული.

Please reload

bottom of page