top of page

ღამის ცხოვრებით ყველაზე აქტიური ქალაქები

პორტალის hostelworld.com ანალიტიკოსებმა სპეციალური კვლევა ჩაატარეს იმ ქალაქების დასადგენად, სადაც ყველაზე აქტიური და კომფორტულია ღამის ცხოვრება. ანალიტიკოსებმა ყურადღება ადგილობრივების სტუმართმოყვარეობაზე, უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომ ფასებზე გაამახვილეს.

1. ჰამბურგი, გერმანია რეპერბანი – ცნობილი ქუჩა სანქტ-პაულის კვარტალში, ჰამბურგის ღამის ცხოვრების ცენტრად ითვლება, სადაც უამრავი ღამის კლუბი და დისკოთეკა, კაფე და რესტორანია თავმოყრილი. თუმცა, მთავარ ღირსშესანიშნაობად მაინც პოლიციის განყოფილება Davidwache-ია, რომელიც ქუჩის სამხრეთ ნაწილშია მოთავსებული.

2. კოპენჰაგენი, დანია კოპენჰაგენმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი მხიარული და ხმაურიანი ღამის წვეულებებით. თუმცა, ქალაქი არა მხოლოდ ახალგაზრდებს სთავაზობს ღამის სასიამოვნოდ გატარებას, არამედ საკმაოდ ხანდაზმულებსაც, რომლებიც სიამოვნებით იკრიბებიან ჯაზ-კლუბებში, ტრადიციული ლუდისა და ღვინის სახლებში.

3. ბერლინი, გერმანია ლონდონის, პარიზისა და ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ბერლინში ღამის ცხოვრება ბევრად ხელმისაწვდომია. ქალაქის ცენტრში უამრავი პატარა თეატრი და კაბარეა, ალტერნატიული კულტურის მოყვარულებს კი, 200-ზე მეტი კლუბი ელით, რომელთაც მთელი ევროპიდან სტუმრობენ ცოცხალი მუსიკის მოსამენად

Please reload

bottom of page