თქვენი ბარგის ტარება, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს გიქმნით, მალე წარსულს ჩაბარდება

რამოდენიმე შეშლილი მეცნიერის წყალობით გახდება თქვენი ცხოვრება უფრო მოსახერხებელი.

ლას ვეგასში სამომხმარებლო ტექნიკის გამოფენაზე ტექნოლოგიურმა კომპანიამ ForwardX Robotics-მა წარმოადგინა მისი ახალი გამოგონება CX-1.

ის შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ჩვეულებრივი ჩანთა, მაგრამ რაც მას განსაკუთრებულს ხდის არის მისი ჭკვიანი სისტემა, რომელიც არ არღვევს აეროპორტის წესებს.

მათი თქმით, ჩემოდანი შეიცავს სენსორებს რაც აკონტროლებს მფლობელის გადადგილებას და ყველგან დაჰყვება მას.

ის გამოგეკიდებათ კარგად გაწვრთნილი ძაღლივით თავისი 4 ბორბლიანი სისტემის წყალობით.

170 გრადუსიანი გაფართოების კამერა თავიდან აიცილებს სიჩქარის გადაჭარბებას და უსიამოვნების შექმნას.

და რაც მთავარია მას აქვს GPRS სისტემა, მაღალტექნოლოგიური იდენტიფიკაციის ალგორითმი, რომლის წყალობითაც არასდროს დაიკარგება.

იგი დაიწყებს განგაშის ხმის გამოცემას თუ ძალიან ჩამორჩება, ან ვინმე შეეცდება მის მოპარვას.

UberGizmo კონტროლდება მარტივი ხელის ჟესტებითაც. მომხმარებელს ნამდვილად არ მოუწევს პულტების გამოყენება, რაც მეტად კონფორტულია. სინამდვილეში მათ შემობრუნებაც არ მოუწევთ ჩანთისთვის ბრძანების მისაცემად.

რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, კომპანია ცდილობს რომ ეს ყველაფერი რეალობად აქციოს. მათი თქმით, ისინი პირველები არიან, ვინც ასეთი პროდუქტი შექმნეს. 2016 წელს Travelmate Robotics - მა შეაგროვა ფული ინდიგოგოს მეშვეობით, რომ შეექმნა მსგავსი პროდუქტი. მათ მოახერხეს 790 000$-ის მოგროვება.

ამ ჩანთას აქვს უკაბელო დამტენი, რაც მის დატენვას გადაადგილების დროსაც უზრუნველყოფს.

Travelmate Robotic-მა განაცხადა, რომ იგი უკვე მზადაა გაყიდოს მსგავსი ჩანთები: $1,095 პატარა ჩანთა, $1,495 დიდი ჩანთა.

ნებისმიერი ინოვაცია, რაც ჩვენს მოგზაურობას კონფორტულს გახდის მისაღებია ყოველთვის.

ასევე, სასიამოვნო იქნება თუ მსგავსი გამოგონებები უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია