საფრანგეთის თეთრი მარგალიტი

შალე White Pearl-ის (თეთრი მარგალიტი) პროექტი შეიმუშავა ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ფილიპ კაპეზონემ, რომელსაც საფრანგეთის ალპებში მდებარე არაერთი უმაღლესი კლასის სასტუმროსა თუ რესტორნის დიზაინი ეკუთვნის.

“თეთრი მარგალიტის” პროექტზე მუშაობისას დიზაინერი გარკვეულ რისკზე წავიდა, როცა შალესთვის ნათელი ინტერიერის მოწყობა გადაწყვიტა – ღია ფერები ნაკლებად არის დამახასიათებელი ალპების არქიტექტურისთვის.

დიზაინერის კიდევ ერთი თამამი ჩანაფიქრი სავოის რეგიონისთვის (საფრანგეთი) დამახასიათებელი ტრადიციული ელემენტების თანამედროვე სტილთან შერწყმა იყო.

თუმცა შედეგი ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოვიდა – “თეთრი მარგალიტი” ალპების ყველა შალესაგან გამოირჩევა უჩვეულო დიზაინით.

შალე მთლიანად ცნობილი დიზაინერის ენდრიუ მარტინის ავეჯით არის მოწყობილი, რაც ინტერიერს მყუდროებასა და დახვეწილობას სძენს.

საუკეთესო ადგილმდებარეობა და უმაღლესი დონის სერვისი White Pearl-ს ერთ-ერთ საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აქცევს მთელ საფრანგეთის ალპებში.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია