შვედეთში მალე „მცურავი სასტუმრო“ გაჩნდება

შვედეთში მალე „მცურავი სასტუმრო“ გაჩნდება. „მოტივტივე ბუდე“ ლაპლანდიის ჩრდილოეთში, 2018 წლის შემოდგომისთვის გაიხსნება. ნაგებობა მდინარე ლუპეზე აშენდება და გარეგნულად მართლაც ჩიტის ბუდეს ფორმა ექნება. სასტუმროს ცენტრალურ ნაწილში განთავსდება ღია აუზი, რომელშიც წყალი მხოლოდ 4 გრადუსამდე გათბება. როგორც სასტუმროს მფლობელი აცხადებს, გაყინულ წყალში ბანაობა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. გარდა ღია აუზისა, სტუმრებს მასაჟი, რამდენიმე საუნა, ჯაკუზი და თოვლის აბაზანებიც ელოდებათ. საინტერესოა, რომ „მოტივტივე ბუდეს“ სულ 25კვ.მ ფართობის მქონე 6 ნომერი ექნება.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია