top of page

ამ ეტაპზე გერმანიას ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს


კომპანია ჰენლის და პარტნიორების სავიზო კვლევების თანახმად, გერმანიას აქვს ყველაზე ძლიერი პასპორტი. მისი სიძლიერე გამოიხატება არა პასპორტის ხარისხში, არამედ მისი საშუალებით უვიზო მიმოსვლებში. გერმანია უკვე 5 წლის განმავლობაშია მოწინავე ევროპის ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლია ყველაზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობა ვიზის გარეშე.

სია მომზადებულია საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის დახმარებით, რომელიც იტევს მსოფლიოში ყველაზე დიდ და სრულყოფილ ბაზას ამ მხრივ. უახლესი მონაცემებით გერმანიის მოქალაქეს შეუძლია ესტუმროს 177 ქვეყანას.

ოქტომბერში კომპანია არტონ კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ სიაში სინგაპური იყო სათავეში. ამის შემდგომ გერმანიამ დაიბრუნა თავისი პირველობა და მყარადაც ინარჩუნებს ამ მდგომარეობას.

ჩამონათვალში არის 15 მოწინავე ქვეყანა ჰენლის კომპანიის მიერ დასახელებული:

  1. გერმანია 177

  2. სინგაპური 176

  3. დანია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი 175

  4. ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვეიცარია 174

  5. ირლანდია, სამხრეთ კორეა, პორტუგალია, აშშ 173

  6. კანადა 172

  7. ავსტრალია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია 171

  8. ჩეხეთი, ისლანდია 170

  9. მალტა 169

  10. უნგრეთი 168

  11. ლიხტენშტეინი, სლოვაკეთი, სლოვენია 167

  12. ლატვია, ლიტვა, მალაიზია 166

  13. ესტონეთი 165

  14. პოლონეთი 164

  15. მონაკო 163

უკრაინა (44-ე ადგილი) და საქართველო (53-ე ადგილი) იყვნენ ამ წლის სიაში ყველაზე დიდი ალპინისტები, რომლებმაც 14-15 ადგილით წინ გადაინაცვლეს ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ.

პაკისტანი, სირია, ერაყი და ავღანეთი წელსაც იკავებენ ბოლო ადგილებს.

ჰენლი და პარტნიორთა ჯგუფის თავმჯდომარე, დოქტორი ქრისტიან ჰ. კელინი მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლის საჭიროება დღეს-დღეისობით უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე.

Please reload

bottom of page