რჩევები მიუნხენში მოგზაურობის მსურველებს


ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური დევიზი – „მიუნხენს უყვარხართ თქვენ“. მიუნხენი – მარტო მხიარული ოქტობერფესტი, დიადი საფეხბურთო გუნდი და ავტომობილების მექა როდია. გერმანიის სამხრეთით, ალპების ძირას, მდინარე იზარის ნაპირზე გაჭიმული ქალაქი დიდებული ტაძრებით, სააღლუმე მოედნებით, მდიდრულად მორთული ფასადებიანი ძველი სახლებითა და დარაბებზე გამოფენილი ყვავილებიანი კალათებით იზიდავს მილიონობით ადამიანს.

ქალაქის ისტორიული ცენტრი Altstadt-Lehel, ან უბრალოდ ალტშტადტი – სწორედ აქ არის თავმოყრილი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა: ორივე რატუშა, ბავარიელი მეფეების ყოფილი რეზიდენცია, ნაციონალური თეატრი, ლეგენდარული ხოფბროიჰაუსი და ფრაუენკირხეს ეკლესია. აქვეა ცნობილი მარკების ბუტიკები, სავაჭრო ცენტრები, უამრავი რესტორანი და სასტუმრო. ამ ყველაფერს გვირგვინად ადევს ძველი კარიბჭე, რომელსაც ალტშტადტში მიყავხარ: ესენია Karlstor, Isartor და Sendlinger Tor.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now