ყველაზე საშიში 5 ქალაქი
სტრესულ ცხოვრებაში, რაიმეს შეცვლას ადამიანი ხშირად მოგზაურობით ცდილობს, განსაკუთრებით ეგზოტიკურ ადგილებში. როდესაც ადამიანი აპირებს დასვენებას როგორც წესი მას რამოდენიმე კვირით ადრე გეგმავს, რომ დარწმუნდეს ყველაფერი ისე იქნება როგორც სურს. წინასწარ ითვალისწინებს ადგილმდებარეობას, სასტუმროს, ფასებს და სხვადასხვა დეტალებს. თუმცა არსებობს დედამიწაზე რამოდენიმე ადგილი რომლის ნახვისგანაც უმჯობესია თავის შეკავება. ეს 5 ქალაქი არის მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილი.
1. სან პედრო, ჰონდურასი ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთში. აქ არის ტროპიკული კლიმატი და მაღალი ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. ქალაქში სანახავად საინტერესო ადგილებია, როგორიცაა ანთროპოლოგიის და ისტორიის მუზეუმი, პლანეტარიუმი, ცენტრალური პარკი და Avenida Circunvalación, პოპულარული ზონა, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, ბანკების და სწრაფი კვების ობიექტების შემცველი.
სან პედრო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია მსოფლიოში. სტატისტიკური მონაცემებით დღეში საშუალოდ 3 მკვლელობა ხდება. ქალაქში არიან ბანდები, დაჯგუფებები, რომლებიც ეწევიან ნარკოტიკების და იარაღის არალეგალურ ვაჭრობას.

2. აკაპულკო, მექსიკა აკაპულკო არის მექსიკის უძველესი ტურისტული დანიშნულების სანაპირო. ცნობილი გახდა 1950 წლიდან, როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ისვენებდნენ ეგზოტიკურ სანაპიროზე, მაგრამ დღესდღეობით ტურისტებს პრობლემები ექმნებათ ადგილობრივ კორუმპირებულ პოლიციასთან, რომლებიც მუქარით იპარავენ ფულს და აშინებენ ციხით. აკაპულკო აგრეთვე ცნობილია ნარკოდილერების სიმრავლით. თუ თქვენ ცუდ დროს მოხვდით ცუდ ადგილზე, ვერავინ მოგცემთ გარანტიას რომ გადარჩებით. რჩევა იქნება, ფრთხილად იყავით, თუ გადაწყვიტავთ ოდესმე აკაპულკოში გამგზავრებას.

3. კარაკასი, ვენესუელა კარაკასის მეჩეთი სიდიდით მეორე ადგილზეა ლათინო ამერიკაში, მრავალი წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე, მაგრამ მიუხედავად ქალაქის რელიგიური სტატუსისა, იგი მკვლელობის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებლით გამოირჩევა მსოფლიოში. მკვლელობები და სხვა ძალადობრივი დანაშაულებები გადაუჭრელ პრობლემად რჩება. შედარებით ღარიბულ უბნებში მუდმივი საშიშროებაა და ტურისტებისთვის არ არის რეკომენდირებული იქ მარტო წასვლა, განსაკუთრებით ღამით. მკვლელობების გარდა სხვა დანაშაულებიც ხდება, როგორიცაა ქუჩის ჩხუბები, ყაჩაღობები.

4. Maceio, ბრაზილია Maceio ბრაზილიის ერთ-ერთი სანაპრო ქალაქია. მას აქვს ტროპიკულ მუსონური კლიმატი, მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა მთელი წლის განმავლობაში. ეს ქალაქი თითქოს საუკეთესოა დასასვენებლად, ქვიშიანი სანაპირო, ზღვა და ბევრი ქოქოსის პლანტაცია. მაგრამ ბევრისთვის ცნობილი ფაქტი არ არის, რომ ეს ქალაქი მსოფლიოს ყველაზე სასტიკ 14 ქალაქიდან ერთ-ერთის სამშობლოა, სტატისტიკით 135 მკვლელობა ფიქსირდება 100 000 მოსახლეზე.

5. ჰავანა, კუბა ქალაქი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. დანაშაული სხვადასხვა ფორმით ვლინდება კუბაში, თუმცა მთავრობა არ აქვეყნებს დანაშაულის ოფიციალურ სტატისტიკას. ქვეყანაში დანაშაული იზრდება, თუმცა იარაღით დანაშაული თითქმის არ ხდება, ნარკოტიკებით ვაჭრობა გავრცელებულია. მას შემდეგ, რაც კუბა სოციალისტური ქვეყანა გახდა, მთელ ქვეყანაში სიღარიბე გავრცელდა. ქრთამის აღების ფაქტი ხშირია. ტურისტების მომატებამ პროსტიტუციის გავრცელება გამოიწვია, რაც კუბაში არალეგალური სულაც არ არის.