ეს სასტუმრო ფასდაკლებას გაუკეთებს იმ ოჯახებს, რომლებიც დასვენების დროს ტელეფონზე უარს იტყვიან
ვინდჰემის სასტუმროების ჯგუფის კვლევის თანახმად, ტექნოლოგიების გამოყენება ხშირად ხელს უშლის დამსვენებელს შეიგრძნოს მოგზაურობის არსი, ვინაიდან ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ მათ. ბავშვების 54% თვლის, რომ მათი მშობლები ტელეფონებს ძალიან ხშირად ამოწმებენ, ხოლო 34% აღნიშნავს, რომ ისინი თავს ზედმეტად გრძნობენ, როდესაც მათი მშობლები ტელეფონით არიან გართულები.
ამ თვის ბოლოს სასტუმრო ახალ ღონისძიებას გაატარებს, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ სასტუმროსგან ფასდაკლებას თუ მობილურზე უარს იტყვიან.
„ჩვენ ხშირად შეგვიმჩნევია რომ დამსვენებელი გამოსულა თავისი კონფორტის ზონიდან, რათა სამსახურის ზარისთვის ეპასუხა. ასევე ჩვენს რამდენიმე სასტუმროს მოუწია მოსაცდელ ოთახში სკამების დამატება, ვინაიდან შიგნით უფრო მეტი პიროვნება იყო გართული ტელეფონით ვიდრე აუზთან. ამასთანავე იმის შიშით რომ მათი „აიპოდები“ დასველდებოდა დამსვენებლები ხშირად იწვნენ აუზთან და ჩასვლას თავს არიდებდნენ“ განაცხადა ამ სასტუმროთა ქსელის ინიციატორმა ნოელ ნიკოლაიმ, ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას.
ამის საპასუხოდ სასტუმრო სთავაზობს 5% ფასდაკლებას ყველა იმ დამსვენებელს რომელიც გაერთიანდება „შეუერთდის“ პროგრამას. ეს პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ვინდჰემის სასტუმროთა ქსელის შემდეგ ფილიალებში: Clearwater Beach, Orlando Bonnet Creek, Chicago Riverfront, Hotel Galvez, and The Mills House. შემოთავაზება ძალაში იქნება 23 თებერვლიდან 3 სექტემბრის ჩათვლით.

სტუმრები მიიღებენ ჩასაკეტ ყუთებს, რომელიც მხოლოდ ტაიმერის ამოწურვის შემდეგ გაიხსნება.
პროექტი მიზნად ისახავს „ბავშვობის ანალოგიურად გართობას“ განაცხადა ნოელ ნიკოლაიმ.