კუნძული სადაც მხოლოდ ქალბატონები დაიშვებიან

ხშირად შევხვედრილვართ ისეთ ადგილებს, სადაც მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან და ქალბატონების შესვლა არ შეიძლება. ეს „ტრადიცია“ ფინელებმა უკვე დაამსხვრიეს.
ქალბატონები, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს რათა გაექცნენ ყოველდღიურ სტრესს მათთვის მალე მშვენიერი ადგილი იქნება ხელმისაწვდომი: კუნძული ფინეთის სანაპიროსთან, სადაც მხოლოდ ქალბატონები შევლენ.
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს შორეულ მომავალში არ მოხდება. „SuperShe Island“ ეს პროექტი შექმნა მეწარმე და ცხოვრების სტილისა და ინტერნეტ ბლოგის დამფუძნებელმა, კრისტინა როსმა. ეს პროექტი იქნება ქალების კეთილდღეობაზე მორგებული.
როსს ეს იდეა მოუვიდა ერთ-ერთი თერაპიული დასვენების დროს, სადაც მან შეამჩნია რომ ქალები ვერ ახერხებდნენ სათანადო დასვენებას კაცების გარემოცვაში.
ტყით შემოსილი განმარტოებული კუნძული არის 90 წუთის დაშორებით ჰელსინკიდან. ხელმისაწვდომი იქნება ქალბატონებისთვის რამდენიმე დღით ან კვირით. იმისათვის რომ ამ კუნძულზე შევიდნენ ქალბატონებმა უნდა მიიღონ ექსკლუზიური წევრის სტატუსი და დეტალურად შემოწმდნენ, რაც გულისხმობს აპლიკაციის შევსებასა და სკაიპით გასაუბრებას.
კუნძულზე დასვენება საშუალოდ ერთი კვირა 3500$ დაჯდება.
„მე მინდა პიროვნება გამოვიკვლიო მხოლოდ იმიტომ, რომ დავრწმუნდე, როგორ მოერგება ის კუნძულზე ცხოვრებას, განაცხადა როსმა.