საქართველოდან გერმანიაში თავშესაფართა მაძიებელითა რაოდენობამ იმატა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა.
გერმანიის შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში – 444, დეკემბერში – 522, იანვარში კი – 745 შეადგინა.
„თუ სიტუაცია დროულად არ გამოსწორდა, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და კვლავ შემოიღოს სავიზო რეჟიმი“, – განაცხადა გერმანიის "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" ფრაქციის სპიკერმა სტეფან მაიერმა.