top of page

აღდგომა წმინდა მიწაზე


სააღდგომოდ იერუსალიმს მილიონობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს. თუ ბედმა გაგიღიმათ და ისრაელში მოხვდით, მოგცემთ რამოდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა დაათვალიეროთ ბიბლიური ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

პირველ რიგში გირჩევთ ახვიდეთ ზეთისხილის, იგივე ელეონის მთაზე. ეს არის მაცხოვრის ამაღლების ადგილი, სადაც იესო ლოცულობდა და ქადაგებდა. ელეონის მთიდან ძველ ქალაქზე უნიკალური ხედი იშლება.

გეთსემანიის ბაღი. ადგილი, სადაც იესო შეიპყრეს. აქვე მდებარეობს ღვთისმშობლის საფლავი.

სიონის მთა - ებრაელი ხალხის ისტორიული სამშობლოს საწყისის სიმბოლო. ამ კურთხეულ მთაზე მაცხოვარმა საიდუმლო სერობა შეასრულა და ჯვარცმის შემდეგ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს.

ძველ ქალაქში აუცილებლად დაათვალიერეთ გოდების კედელი. ტრადიციულად, ამ კედელთან მისულ ადამიანებს შეუძლიათ ფურცელზე ჩამოწერილი სანუკვარი ოცნებები იქვე დატოვონ.

რაც მთავარია, შესაძლებლობა გექნებათ ფეხით გაიაროთ ჯვარცმის გზა, გოლგოთა, გარდამოხსნის ადგილი. ქრისტეს გზას აქ "ვია დოლორესა" ჰქვია. მის ბოლოს კი დგას უნიკალური, აღდგომის ტაძარი, სადაც მაცხოვრის საფლავია.

როგორც იცით, ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს - დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის. ზეციური ცეცხლი ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ამიტომ, თუ აღდგომას ბეთლემში ვერ მოხვდებით, იცოდეთ, რომ ცეცხლს საქართველოშიც ჩამოაბრძანებენ და სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გაავრცელებენ.

Please reload

bottom of page