top of page

მომავალ წელს ქუთაისში დიდი ტურისტული ცენტრი ამოქმედდება


პრემიერი ქუთაისში 2019 წლისთვის ტურისტული ცენტრის ამოქმედებას აანონსებს. გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში ტურისტული ცენტრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი, რომელიც 2017 წელს დაანონსდა ახლა უკვე მოდიფიცირებულია. „პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით, რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების პალტერნატიული ვერსია არსებული რკინიგზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. „პირველადი ვერსიით, რკინიგზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე, რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა. ამ ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში და ასევე რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელთათვის. იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა. travelingeorgia.ge

Please reload

bottom of page