ძაღლი თანამშრომელი აეროპორტში - შერლოკი

16 Apr 2018

ნიდერლანდების ნაციონალურმა ავიაკომპანიამ სამსახუში ლეკვი აიყვანა. შერლოკმა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა, თუმცა კოლეგებსა და მგზავრებს შორის უკვე დიდი პატივით სარგებლობს.

დეტექტივი ცუგა ამსტერდამის აეროპორტის ოფიციალური თანამშრომელია, აქვს საკუთარი უნიფორმა, სურათიანი ბეიჯი და ადამიან-დეტექტივებთან შედარებით მისი უპირატესობაც აშკარაა.

ძაღლი უშეცდომოდ ცნობს დაკარგული ნივთის პატრონს. ასე, რომ პიროვნების იდენტიფიცირებაზე ამსტერდამის აეროპორტში დროს არ იკარგება. პატარა შერლოკი ტურისტებს ძალიან უყვართ, მასთან ფოტოებს იღებენ და აღფრთოვანებულები არიან დეტექტივის მომსახურებით.

ზოგადად, მგზავრები ვერც კი ვამჩნევთ, თვითმფრინავის სალონსა თუ აეროპორტის მოსაცდელში რამეს თუ ვკარგავთ, იქნება ეს ტელეფონი, სათამაშოები, ყურსასმენები თუ საფულე, დეტექტივი შერლოკი კი უკვე მოჰქრის ნივთების დასაბრუნებლად.

შერლოკი აეროპორტისა და სოციალური ქსელების პატარა ვარსკვლავია, რომლის ვიდეოსაც მილიონობით მნახველი ჰყავს.

 

 

Please reload

Please reload