top of page

5 ძირითადი საბუთი, რომელიც მოგზაურობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ


1. პასპორტი თუ პასპორტი ჯერ არ აგიღიათ, იცოდეთ, რომ მის დამზადებას 10 სამუშაო დღე სჭირდება. თუ 10 დღით ადრე მიაკითხავთ იუსტიციის სახლს, პასპორტის ღირებულება 105 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ მის აღებას ერთ დღეში გადაწყვეტთ, მაშინ - 205 ლარი. ამიტომ დროულად მოაწესრიგეთ მოგზაურობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საბუთი. იმ შემთხვევაში კი თუ პასპორტი უკვე გაქვთ, გადაამოწმეთ მისი ვადები, რადგან განახლებას 3 კვირა დასჭირდება და ამან შეიძლება გეგმები შეგაცვლევინოთ, თუმცა თუ ფული არ გენანებათ, ამ საკითხს ერთ დღეშიც კი მოაგვარებთ. დაიმახსოვრეთ, რომ პასპორტი სულ თან გქონდეთ მოგზაურობისას და არავის ანდოთ.

2. ფული თანხის უმეტესი ნაწილი ჯობია ბარათზე გქონდეთ. იდეალური იქნება თუ რამდენიმე ბარათს იქონიებთ თან, რადგან არსებობს ალბათობა, რომ რომელიმე ბარათმა არ გაამართლოს. რაც შეეხება ნაღდ ფულს, მისი ქონის არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, თუ მესაზღვრე ბარათზე არსებული თანხით დაინტერესდება, შეუძლია მისი ოდენობა თავად გადაამოწმოს, მთავარია თანხა იმდენი გვქონდეს, რამდენიც საჭიროა. ევროკავშირის ქვეყნებში საჭირო რაოდენობა დღეში მინიმუმ 50 ევროს შეადგენს. იცოდეთ, რომ ევროპაში Viza და MasterCard -ის ყველა ტიპის ბარათის, ასევე American Esxpress-ის წაღება შეგიძლიათ.

3. ჩექინი საერთოდ, აეროპორტში ჩექინი ფასიანია და ძირითადად 20 ევროს ფარგლებში ღირს, თუმცა ონლაინ ჩექინი უმეტესწილად უფასოა. ონლაინ ჩექინის დროს გენერირდება შტრიხკოდიანი ბორგინგ ბარათი, რომლის საშუალებითაც აეროპორტში დამატებითი თანხის გადახდა არ დაგჭირდებათ, გარდა ამისა, რეგისტრაციის გრძელ რიგში დგომასაც აარიდებთ თავს.

4. დაზღვევა თუ სამოგზაუროდ მზად ხართ, დაზღვევა აუცილებლად დაგჭრდებათ. მისი მიღება, ისევე, როგორც ყველა სხვა საჭირო მომსახურებასთან ერთად , ჩვენს კომპანიაში შეგიძლიათ. დაზღვევის ფასია დღეში 1 ლარი. სამოგზაურო დაზღვევა, ქვეყნის დატოვების შემდეგ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყველა საჭირო ხარჯს აგინაზღაურებთ.

5. ბილეთები ვიზაჯორჯიას გამოცდილების მაგალითზე, გეტყვით, რომ ბილეთების შესაძენად ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისი, ასევე ხელსაყრელია ფრენის დღეებს თუ სამშაბათს, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს აარჩევთ. გაითვალისწინეთ, საზღვარზე აუცილებლად მოგთხოვენ ორივე გზის ბილეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საზღვარზე არ გაგატარონ და სახლში მობრუნება მოგიწიოთ.

ასე რომ, მოგზაურობის დაწყებამდე ყურადღებით გადახედეთ ყველა საჭირო საბუთს და იყავით ყრადღებით.

გისურვებთ ბედნიერ მოგზაურობას!

Please reload

bottom of page