5 ყველაზე სასარგებლო მობილური აპლიკაცია, რომელსაც მოგზაურობისას გამოიყენებთ
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში მოგზაურობის დაგეგმვა სულ უფრო და უფრო კომფორტული და მოსახერხებელი ხდება. ამ ტენდენციას ცალკეული კრეატიული კომპანიებიც უწყობენ ნაბიჯებს და ბაზარზე სულ უფრო და უფრო მეტ საინტერესო მობილური აპლიკაციებს გვთავაზობენ.

საუკეთესო სამოგზაურო აპლიკაციები რეალურ დროში მუშაობენ, ამიტომ თქვენ მუდამ საქმის კურსში ხართ! ისინი გაწვდიან არამხოლოდ ახალ ინფორმაციას, არამედ რჩევებს, იდეებსა და გაფრთხილებებსაც კი. ვთქვათ, გეგმავთ გამგზავრებას და თვითმფრინავის ბილეთზე უცაბედად ფასი დაეცა ან იმყოფებით ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილთან ახლოს, აპლიკაციების მეშვეობით ტელეფონზე მიიღებთ შეტყობინებებს და თავიდან აირიდებთ ზედმეტ სტრესსა და დაძაბულობას.
შესაფერისი აპლიკაციების პოვნის შემთხვევაში თქვენი მოგზაურობა მაქსიმალურად გაადვილდება და დროსაც ფუჭად არ დაკარგავთ.
წარმოგიდგენთ 2018 წლის 5 ყველაზე საუკეთესო მობილურ აპლიკაციას:
1. Airbnb
ეს არის აპლიკაცია, რომელიც გლობალურ ტურისტულ გაერთიანებას წარმოადგენს და 191 ქვეყნის შესახებ აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციას იტევს. მისი საშუალებით შეგიძლიათ იქირაოთ ყველაფერი, დაწყებული უბრალო ოთახიდან აპარტაენტებითა და სასახელეებით დამთავრებული, შეარჩიოთ სასურველი რესტორნები თუ კლუბები, გაეცნოთ ამათუიმ ქვეყანაში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებს. Airbnb-ი უნიკალურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მსოფლიოში არსებულ მილიონობით ადამიანთან ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობასაც კი გაძლევთ. ეს აპლიკაცია ნებისმიერი ტურისტისთვის სანდო და კომფორტულია.
2. Hopper ეს არის უნიკალური აპლიკაცია, რომელიც თვითმფრინავის ბილეთების ფასებს მუდმივად თვალს ადევნებს და განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად გვაწვდის. მას შეუძლია გვაჩვენოს ის რიცხვები, როცა ბილეთის ფასის ზრდა იქნება მოსალოდნელი, ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ როდის შევიძინოთ ავია-ბილეთები შედარებით დაბალ ფასად.
3. FLIO თუ თქვენი რეისი იგვიანებს, იცოდეთ, აპლიკაცია FLIO აეროპორტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ინახავს. მაგალითად, როგორ ისარგებლოთ უკაბელო ინტერნეტით, გადაჯდომის რა ვარიანტები გაქვთ, რომ დანიშნულების ადგილზე დროულად მოხვდეთ, ასევე ინფორმაციას მოსასვენებელი ოთახებისა და სასადილოების შესახებ.
4. Wanderu მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილზე მოხვდებით, შიდა და ქვეყნებს შორის გადაადგილების სერვისებით უნდა დაინტერესდეთ. Wanderu-ს საშუალებით ავტობუსებისა და მატარებლების განრიგსა და ფასებს გაეცნობით და მათ შეძენასაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ. ევროპაში ეს აპლიკაცია ყველაზე პოპულარულია.
5. Roomer Travel თუ სასტუმროს ოთახი წინასწარ გადახდილი გაქვთ და მოულოდნელად მგზავრობა გადაგედოთ, მაშინვე ჩამოტვირთეთ აპლიკაცია Rommer Travel-ი, რომელიც ადამიანებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ამ საიტზე თქვენი ოთახი შედარებით დაბალ ფასად, მაგრამ აუცილებლად გაიყიდება. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, Roomer-ი დაგეხმარებათ და ზარალის ოდენობაც მინიმუმამდე შეგიმცირდებათ.
ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ეს 5 მობილური აპლიკაციაც კი, უკვე საკმარისია, რომ მოგზაურობა კომფორტული და ხელსაყრელი გახდეს ყველასთვის.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც, კომენტარებში დაგვიწერეთ, რომელ აპლიკაციას და საიტს გაუწევდით რეკომენდაციას.