ტურიზმი და შოპინგი

დედამიწაზე უამრავი სავაჭრო ცენტრია, თუმცა მათგან ყველაზე გრანდიოზული, ყველა კლასზე გათვლილი და ფასდაკლებებით გამორჩეული, თითზე ჩამოსათვლელია. შოპინგის თემა უცხო არავისთვისაა. საყიდლებზე წასვლა ხომ ერთგვარი ფსიქოთერაპიაა, ხოლო თუ ფინანსური მხარეც ხელს გიწყობთ, ნამდვილი ზეიმია. ამასთან მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ შოპინგის მოყვარულ მამაკაცებში სიკვდილიანობა 28 %-ით, ხოლო ქალბატონებში 25 %-ით შემცირებულია. ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები ყველანაირი გემოვნებისა და ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობების ადამიანზეა გათვლილი. აქ, ძალიან ძვირადღირებულ ბრენდებზეც კი ხშირად ფასდაკლებებია, თუმცა ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ზამთრის სეზონს ელოდება, რომელიც დეკემბრის დასაწყისიდან ახალწლამდე გრძელდება. ასეთ დროს სრულიად შესაძლებელია, რომ ბრენდული პიჯაკები, ქურთუკები, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი 90%-მდე ფასდაკლებით შეიძნოთ. ფასდაკლებებზე ინგლისი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა მილიონობით ტურისტს მასპინძლობს.
ჩვენ მოგიყვებით პლანეტის 10 ყველაზე გამორჩეულ და შემოსავლიან სავაჭრო ცენტრზე, სადაც ადამიანებს იახტების, უმაღლესი დონის ბრენდული მაღაზიების, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა თუ რესტორნების ნახვა და უიშვიათესი პროდუქტის დაგემოვნება შეუძლიათ. როგორც ირკვევა, ფლორიდის შტატი 21 საუკუნეში, მსოფლიო ინდუსტრიის ცენტრად ითვლება. გამორჩეული ათეულის სია მსოფლიოს საერთაშორისო ეკონომიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

10-ე ადგილზეა Millenia Mall-ი, რომელიც დღესდღეობით, მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე სავაჭრო ცენტრად ითვლება. ის ფლორიდაშია განთავსებული და 150 მაღაზიას აერთიანებს. გაყიდვების წყალობით, რომლის მიხედვითაც Millenia Mall-ში კვადრატული მეტრი 1 250 დოლარი ღირს, შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოს ერთერთი უმდიდრესი ცენტრის სახელს სამართლიანად ატარებს.

9-ე ადგილი უკავია ვანკუვერში არსებულ წყნარი ოკეანის ცენტრს, რომელიც კანადაში მდებარეობს და მსოფლიოს უდიდეს 100 საიახტო მაღაზიას აერთიანებს. აქ შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Holt Renfrew, Atmosphere, Sport Check, Sears-ი. კვადრატული მეტრის ღირებულება აქ 1 255 დოლარია.

მე-8 ადგილს The Grove-ი იკავებს. კალიფორნია მსოფლიოში ძალიან ბევრი რამითაა ცნობილი, მაგალითად, ჰოლივუდის მსახიობებისა და ცნობილი ადამიანების სახლებითა თუ კლუბებით, ასევე საუკეთესო ადგილია სერფერობისა და პლაჟების მოყვარული ადამიანებისთვის, თუმცა არანაკლებ ცნობილი და პოპულარულია კალიფორნიის მაღაზიათა ქსელი The Grove-ი. თუ მსოფლიოს ყველაზე მოდურ საქონელს ეძებთ, მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა. აქ კვადრატული მეტრის შეძენა 1 400 დოლარადაა შესაძლებელი.

7-ე ადგილს იკავებს Mall of the Emirates-ი, რომელიც დუბაიში მდებარეობს. როგორც ცნობილია, 2010 წელს მას 30 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. აღნიშნული მოლი უამრავ ტურისტს მასპიძლობს და გაყიდვების კუთხით, მსოფლიო ბაზარზე, ერთერთი წარმატებული მოთამაშეა. აქ კვადრატული მეტრი 1 423 დოლარი ღირს.

6-ე ადგილზეა სიდნეიში არსებული სავაჭრო ცენტრი Westfield Sydney, რომელიც 300 მაღაზიას აერთიანებს. ეს მაღაზიები მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ბრენდებს უკავიათ. ისინი Westfield Sydney -ს მეპატრონეებს კვადრატულ მეტრში 1 500 დოლარს უხდიან.

5-ე ადგილი უკავია ნიუ-იორკს თავისი ულამაზესი ცენტრით Columbus Circle. უმაღლესი კლასის სავაჭრო ობიექტი მანჰეტენზე მდებარეობს და მაღაზიებთან ერთად, ქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებს აერთიანებს. კვადრატული მეტრის ფასი 1 600 დოლარია.

4-ე ადგილს Westfield-ის ლონდონის ფილიალი - Westfield London-ი იკავებს. ეს ცენტრი განსაკუთრებით შემოსავლიანია და არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოლის მთავარი კონკურენტია. მყიდველებსა და ცენტრის სტუმრებს 255 მაღაზიის შემოვლა შეუძლიათ. საინტერესებულ პირებს კი კვადრატული მეტრის შეძენაა აქ 1 600 დოლარად სთავაზობენ.

3-ე ადგილზეა ევროპის უდიდესი საქალაქო სავაჭრო ცენტრი Westfiels Stradford-ი. ლონდონის ფილიალისგან მას მხოლოდ ფართობი გამოარჩევს, ოდნავ დიდია, როგორც ფართობით, ასევე შემოსავლითაც. კვადრატული მეტრი აქაც 1 600 დოლარი ღირს.

2-ე ადგილი ლას-ვეგასის Caesars Las Vegas-ს უკავია. აქ ნამდვილად იციან რა შესთავაზონ, როგორც ტურისტებს, ასვე ადგილობრივ მცხოვრებლებს. რა თქმა უნდა არ გაგიკვირდებათ თუ შუა სავაჭრო ცენტრში კაზინოებს აღმოაჩენთ. Caesars Las Vegas-ი მსოფლიოში ყველაზე ელიტურ სავაჭრო ცენტრად ითვლება, რომელიც მხოლოდ პრემიუმ კლასის მომხმარებელზეა ორიენტირებული. აქ შეხვდებით სასტუმროებს, რესტორნებსა და უმაღლესი მოდის ბუტიკებს. კვადრატული მეტრის ღირებულება 1 750 დოლარს შეადგენს.

და ბოლოს, პირველ ადგილს, როგორც სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ, ფლორიდის შტატი, კონკრეტულად კი მაიამი და აქ არსებული სავაჭრო ცენტრი Bal Harbour-ი იკავებს. ეს არის დედამიწის ყველაზე მაღალშემოსავლიანი და ელიტური ბაზარი, სადაც წარმოუდგენლად დიდი ფული და წარმოუდგენლად ძვირფასი, ამასთან უმაღლესი ხარისხის პროდუქცია იყიდება. ცნობილი ბრენდების მაღაზიები, როგორიცაა Chanel-ი, Gucci, Prada, Lanvin-ი, Dolce & Gabbana, Neiman Marcus-ი და სხვა უამრავი, კვადრატულ მეტრში სავაჭრო ცენტრის მეპატრონეებს 3 555 დოლარს უხდიან.
და რაც მთავარია, მიუხედავად ჩამოთვლილი გიგნატური და მაღალი კლასის სავაჭრო ცენტრებისა, ყველგან პროდუქცია დღესასწაულებზე და კონკრეტულ პერიოდში, ტრადიციად დამკვიდრებულ - დიდი ფასდაკლებით იყიდება. ასე რომ შეუთავსეთ საინტერესო სასიამოვნოს, იმოგზაურეთ იშოპინგეთ, დააგემოვნეთ მსოფლიო მაღალი კლასის ბრენდები და მიიღეთ ფასდაკლებები.