top of page

ყველაზე ინტელექტუალური ტურისტებისთვის ...


იტალიელმა ფოტოგრაფმა მასიმო ლისტრმა მსოფლიოს ყველაზე მიმზიდევ ბიბლიოთეკებზე წიგნი დაწერა და თან საუკეთესო ფოტოებით გააფორმა. მისი წაკითხვისთანავე ამ საოცარი ადგილების მხილველები გახდებით, თუმცა თუ წიგნებთან ერთად მოგზაურობაც გიყვართ, დარწმუნებული ვარ, უძველესი და ულამაზესი ბიბლიოთეკების სანახავად უკვე ტურიც გექნებათ დაგეგმილი. და თუ ასეა, მოგიყვებით იმ 65 ბიბლიოთეკის შესახებ, რომლებიც არქტიტექტურითა და წიგნების იშვიათი კოლექციით გამოირჩევა.

1. ადმონთის სააბატო ბიბლიოთეკა - ავსტრია ადმონთის ბიბლიოთეკა ავსტრიის უდიდესი ღირსშესანიშნაობაა. მე-12 საუკუნის შენობა ერთდროულად რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს. ბიბლიოთეკა ინტერიერით გრანდიოზულ მუზეუმს მოგაგონებთ, ჭერი უნიკალური ფრესკებითაა გაფორმებული, იატაკი თეთრი ხისაა, წიგნის საცავებთან კი ღვთიური სტატუეტები შეგხვდებათ, მათგან ყველაზე ცნობილი ოთხია, რომლებიც სიკვდილს, სასამართლოს, სამოთხესა და ჯოჯოხეთს განასახიერებს. აქ ინახება ისტორიული ტრაქტატები, თეოლოგიური ნამუშევრები, მეცნიერების ყურადღებას კი განსაკუთრებით პეტრე მოციქულის ხელნაწერების დედანი იპყრობს.

2. კლემენტინუმის ეროვნული ბიბლიოთეკა - პრაღა 1622 წელს აშენებული ბიბლიოთეკა იშვიათი მოოქროვილი გლობუსებით, ხელოვნების შედევრებითა და ყველაზე დიდი ისტორიით გამოირჩევა. მის ფონდებში 7 მილიონი წიგნი ინახება, რომლებისგანაც თითოეულს წელიწადში 70 ათასი ეგზემპლიარი ემატება. აქ შეხვდებით ირანულ, თურქულ და ინდურ ლიტერატურასაც. ბიბლიოთეკაში უიშვიათესი ხელნაწერებიც ინახება, ერთ-ერთი მათეს სახარებაა, რომელიც 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.

3. ვიბლინგენის სამონასტრო ბიბლიოთეკა - ულმი - გერმანია ეს გრანდიოზული და შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა ვიბლინგენის მონასტერშია განთავსებული, რომლის სანახავადაც ადამიანები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდანაა ჩასული. ბაროკოს სტილში შესრულებული შენობა უმარავ ინფორმაციას იტევს, მაგრამ ყველაზე გამორჩეული და ბიბლიოთეკის ფასდაუდებელი საგანძური იმ ჯვრის ნაწილია, რომელზეც იესო აწამეს. რელიქვია რომის პაპმა ურბან მეორემ გრაფებს, ჯვაროსნულ ბრძოლებში მონაწილეობისთვის აჩუქა. ამ ბიბლიოთეკიდან საუკუნეების მანძილზე არც ერთი წიგნი არ გასულა. წაკითხვა მხოლოდ ადგილზე იყო შესაძლებელი.

4. პორტუგალიური სამეფო ბიბლიოთეკა - რიო დეჟანეირო - ბრაზილია რიო დე ჟანეიროში პორტუგალიელი ემიგრანტები სპეციალურად იმისთვის გაერთიანდნენ, რომ ბრაზილიის საზოგადოებაში პორტუგალიური კულტურა გაევრცელებინათ 1837 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი და შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა ააშენეს. ეკლესიის მსგავსს სამკითხველო ოთახებს ვიტრაჟული გუმბათი აქვს, ბიბლიოთეკის თაროები კი უიშვიათესი წიგნებითა სავსე.

5. მაფრას ბიბლიოთეკა - პორტუგალია "მაფრას" უდიდესი, სამეფო ბიბლიოთეკა ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლთა სიაშია შესული. ის პორტუგალიის ნეოკლასიკურ, ბაროკოს სტილის კომპლექსში მდებარეობს, რომელიც ბრაზილიური ოქროთია მოპირკეთებული. ბიბლიოთეკა 88 მეტრის სიგრძისაა და მის თაროებზე 36 000-ზე მეტი ტყავისყდიანია ტომია განთავსებული.

ბიბლიოთეკები უძველესი დროიდან ინტელექტუალური და სულიერი განვითარების კერად ითვლებოდა, ამიტომაც, მათ მშენებლობას ასეთი განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, გათვლილი იყო ყველაფერი, ატმოსფერო, სიმყუდროვე, უზარმაზარი დარბაზები, შთამბეჭდავი ფრესკები, წიგნების სურნელი. ყოველივე ეს კი ზემოთჩამოთვლილ ბიბლიოთეკებს საუკუნეების შემდეგაც კი მსოფლიოსთვის მიმზიდველსა და განსაკუთრებულს ხდის.

Please reload

bottom of page