ყველაზე ინტელექტუალური ტურისტებისთვის ...

4 Sep 2018

 იტალიელმა  ფოტოგრაფმა მასიმო ლისტრმა მსოფლიოს ყველაზე მიმზიდევ ბიბლიოთეკებზე წიგნი დაწერა და თან საუკეთესო ფოტოებით გააფორმა. მისი წაკითხვისთანავე ამ საოცარი ადგილების მხილველები გახდებით, თუმცა თუ წიგნებთან ერთად მოგზაურობაც გიყვართ, დარწმუნებული ვარ, უძველესი და ულამაზესი ბიბლიოთეკების სანახავად უკვე ტურიც გექნებათ დაგეგმილი. და თუ ასეა, მოგიყვებით იმ 65 ბიბლიოთეკის შესახებ, რომლებიც არქტიტექტურითა და წიგნების იშვიათი კოლექციით გამოირჩევა.

 

1. ადმონთის სააბატო ბიბლიოთეკა - ავსტრია 
ადმონთის ბიბლიოთეკა ავსტრიის უდიდესი ღირსშესანიშნაობაა. მე-12 საუკუნის შენობა ერთდროულად რამდენიმე არქიტექტურულ სტილს აერთიანებს. ბიბლიოთეკა ინტერიერით გრანდიოზულ მუზეუმს მოგაგონებთ, ჭერი უნიკალური ფრესკებითაა გაფორმებული, იატაკი თეთრი ხისაა, წიგნის საცავებთან კი ღვთიური სტატუეტები შეგხვდებათ, მათგან ყველაზე ცნობილი ოთხია, რომლებიც სიკვდილს, სასამართლოს, სამოთხესა და ჯოჯოხეთს განასახიერებს. აქ ინახება ისტორიული ტრაქტატები, თეოლოგიური ნამუშევრები, მეცნიერების ყურადღებას კი განსაკუთრებით პეტრე მოციქულის ხელნაწერების დედანი იპყრობს. 

 

2. კლემენტინუმის  ეროვნული ბიბლიოთეკა - პრაღა
1622 წელს აშენებული ბიბლიოთეკა იშვიათი მოოქროვილი გლობუსებით, ხელოვნების შედევრებითა და ყველაზე დიდი ისტორიით გამოირჩევა. მის ფონდებში 7 მილიონი წიგნი ინახება, რომლებისგანაც თითოეულს წელიწადში 70 ათასი ეგზემპლიარი ემატება. აქ შეხვდებით ირანულ, თურქულ და ინდურ ლიტერატურასაც. ბიბლიოთეკაში უიშვიათესი ხელნაწერებიც ინახება, ერთ-ერთი მათეს სახარებაა, რომელიც 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.