ქვეყნები, რომლებსაც შემოდგომით უნდა ვესტუმროთ
ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ შემოდგომის სუსხი ჰაერში უკვე გემრიელად დატრიალდა და წითელ - ყვითელ ფოთლებს შეერია. გთავაზობთ ტოპ 3 ქვეყანას, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსების გულებს შემოდგომის ჭრელი, ფერადი პეიზაჟებით ერთი ნახვით მოხიბლავს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

შვედეთი, სტოკჰოლმი
თუ შემოდგომის თბილ დღეებში უცხო ქალაქში მშვიდი საღამოების გატარება გხიბლავთ, ზღვის ნაპირზე გაშენებული სტოკჰოლმი ამისთვის იდეალური ადგილია. ზაფხულთან შედარებით, წლის ამ პერიოდში, ნაკლები ტურისტია. ქალაქის მთავარ პარკში შეფერადებული ხეები გიმასპინძლებენ. ღია ცისქვეშა მუზეუმი სკანსენი აუცილებლად სანახავ ადგილად მონიშნეთ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ერთად ქალაქის ძველი უბანი - გალმა სტანიც მოინახულეთ. ველოსიპედი ამ უბანში გადაადგილების ყველაზე კარგი საშუალებაა. არ დაგავიწყდეთ სამეფო ეროვნული და ვაზას მუზეუმებიც დაათვალიეროთ.
ნოემბერში დედაქალაქი 10 დღიან კინოფესტივალს მართავს, რომელზეც საშუალება გექნებათ თანამედროვე კინოს ახალბედა, წარმატებული და დამოუკიდებელი კინომატოგრაფების ნამუშევრებს გაეცნოთ.

ლინციდან ვენისკენ გერმანიაში, დუნაის ნაპირის გაყოლებაზე ველომოყვარულებს ერთ-ერთი საუკეთესო ბილიკი დაგხვდებათ. გერმანიიდან ავსტრიის მიმართულებით მოგზაურებს ველოსიპედები არ დგავიწყდეთ, თუმცა, დაქირავებასაც ადვილად შეძლებთ. ადგილობრივები გვირჩევენ ბილიკს სექტემბერ - ოქტომბერში დავადგეთ, ასე ტურისტების დიდ ნაკადსა და გაუსაძლის სიცხესაც თავიდან ავიცილებთ და ზურგის ქარად შემოდგომის მზე და თბილი სიო გაგვყვება. ვენაში ჩასულებმა გეზი აღმოსავლეთი ალპების უკიდურესი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გაშენებული ვენის ტყისკენ აიღეთ, მთამსვლელობისთვის საუკეთესო ადგილად სწორედ ამ ტყეს გთავაზობთ, არ დაგავიწყდეთ, ადგილობრივი ფერმერების ვენახებსაც ესტუმროთ, აგროტურისტულ სახლებში ადგილობრივ კულტურას გაიცნობთ და ღვინოსაც დაწურავთ ავსტრიულად.

მიუნხენი
ერთი სიტყვაც საკმარისია - Oktoberfest. სექტემბერ - ოქტომბერში მიუნხენი მსოფლიოს წამყვან ლუდის ფესტივალს მასპინძლობს და ლუდის მოყვარული ტურისტების დიდ ნაკადს ელოდება. უკვე მრავალი დასახელების გერმანული ლუდი გაგახსენდებოდათ, რომელიც ფესტივალზე დაგხვდებათ.
თუ გნებავთ საღამოები მშვიდ გარემოში, ლუდის კათხებით მოსიარულე ქალბატონებისგან შორს გაატაროთ, მიუნხენი პეიზაჟებს პირდაპირ საფოსტო ბარათებიდან გაგიცოცხლებთ. Englisher Garden - ინგლისური პარკი 4 კილომეტრამდეა გადაჭიმული და მრავალფეროვან გარემოს გვთავაზობს. აქ შეგიძლიათ მდინარის მცირე დინების სერფინგით დაკავდეთ, ჩინური ჩაის სახლი მოინახულოთ და შეიძლება პარკში მოსიარულე ცხვრებსაც გადააწყდეთ. ბავარიული ციხე - კოშკები, მდელოები და გორაკები გერმანიის რიტმულ ცხოვრებას აჩერებს და ოცნებისფერი შემოდგომით გათრობთ.