ჰელოუინი - ჯადოქრების ღამე, სამჰაიმი, ზაფხულის დასასრული!

შემოდგომის მთავარი დღესასწაული, ჰელოუინი მთელ მსოფლიოში განსხვავებულად აღინიშნება, ჩვენთანაც, ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და ბევრი წვეულებაც იგეგმება ხოლმე ამ პერიოდისთვის.

დღესასწაული კი სხვადასხვა ფორმით უკვე 6000 წელს ითვლის. ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, მას ძველ რომაულ დღესასწაულს უკავშირებენ, რომელიც მოსავლის აღების ქალღმერთის პატივსაცემად აღინიშნებოდა ხოლმე.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს სულების ღამესთან დაკავშირებით:​

  • ჰელოუინი, აღდგომის შემდეგ, მეორე ყველაზე შემოსავლიანი დღესასწაულია კომერციული კომპანიებისთვის.

  • თუ ჰელოუინი დიდად არ გხიბლავთ, სავარაუდოდ, სამაინოფობია - ჰელოუინის შიში გაქვთ.

  • ნარინჯისფერი და შავი ჰელოუინის მთავარი ფერებია - პირველი შემოდგომის დასასრულს, მოსავლის დაბინავებას უკავშირდება, მეორე კი, როგორც წესი, სიკვდილისა და სიბნელის სიმბოლოა.

  • შოტლანდიელ გოგონებს სჯერათ, რომ ჰელოუინის ღამეს საქმროს დაინახავენ, თუკი საცვლებს ცეცხლთან დაფენენ, ზოგი კი შუაღამისას, ვარსკვლავების ქვეშ მოსეირნე, სარკეში ელოდება სატრფოს ანარეკლის გამოჩენას.

  • ერთ - ერთი ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ტანსაცმელს უკუღმა თუ ჩაიცვამთ, შუაღამისას ჯადოქარი გესტუმრებათ.

  • შიშის მაგივრად, ჯადოქრის სტუმრობა შეგიძლიათ საპატიო მიზეზად მიიღოთ. ჯადოქარი - Witch ძველ ინგლისურში wicce, wise woman - ჭკვიანი ქალისგან მოდის. ამ პერიოდში wicce - ები პატივსაცემ ხალხს წარმოადგენდნენ. ძველი ინგლისელების რწმენით, ჯადოქრები შაბათისა და ჰელოუინის ღამის შეხვედრებს მართავდნენ.

  • დღესასწაულზე მოჩვენებების, ვამპირების და სხვა მისტიური პერსონების ნიღბების მორგება ტრადიციას კელტებისგან იღებს. კელტებს სწამდათ, რომ თუ ამ არასასურველ არსებებს დაემსგავსებოდნენ, ბოროტი სულები მათ თავს დაანებებდნენ და ღამე მშვიდობიანად დასრულდებოდა.

დღესასწაული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღინიშნება. სახეს კი ადგილობრივების რწმენა - წარმოდგენების მიხედვით იცვლის.

  • მექსიკაში 1 ნოემბერს მიცვლებულთა დღეს - All Saints’ Day - ს, 2 ნოემბერს კი - All Souls’ Day - სულების დღე აღინიშნება. ქალაქის მაცხოვრებლები ამ დღეს მოჩვენებების, სულების, ვამპირების როლს ირგებენ და ქალაქში ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულობენ.

  • ჩინეთში დღესასწაულს Teng Chien ხან კი Lanterh Festival - ფარნების/სინათლის ფესტივალი ეწოდება. ჩინელები, ტრადიციული ცეცხლოვანი დრაკონით ქუჩებსა დ სახლებს მოივლიან, რათა სულებს ზეციურ სახლებში დაბრუნებასა და დედამიწის დატოვებაში დაეხმარნონ.

  • ბევრ ქვეყანაში, როგორიც მაგალითად, საფრანგეთი და ავსტრალიაა, ჰელოუინი არასასურველი დღესასწულია და ამერიკულ კომერციულ ხრიკად მიიჩნევა.

  • ამერიკაში კი, ნიუ იორკში, ჰელოუინის ყველაზე დიდი მსვლელობა იმართება ხოლმე - 50 000 მონაწილითა და 2 მილიონზე მეტი მაყურებლით!

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now