top of page

"ვიზეარმა" ბარგის გადატანის წესები შეცვალა



თუ პირველი ნოემბრიდან კომპანია „ვიზეარით“ სარგებლობას აპირებთ, გაითვალისწინეთ:

თვითმფრინავის სალონში მხოლოდ 40 x 30 x 20 სმ ზომის ხელჩანთის ატანას შეძლებთ. თანაც, რეგისტრირებული ბარგის წონა, რომელსაც უფასოდ აიტანთ, არ უნდა აღემატებოდეს 10 კილოგრამს. თუ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობთ, ზემოხსენებულთან ერთად, 55 x 40 x 23 ზომის ხელჩანთის ატანასაც შეძლებთ. ხოლო მათ, ვისაც 20-დან 32 კილოგრამამდე ბარგი აქვს, უფასოდ დაემატებათ აღნიშნული პრიორიტეტის სერვისი.


როგორც კომპანია განმარტავს, აღნიშნული ცვლილება მგზავრთა კომფორტის გაზრდას, ჩასხდომის გამარტივებასა და დროის დაზოგვას ემსახურება.


„ჩვენი ახალი, გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ბარგის პოლიტიკა მომხმარებლებს მავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბორტზე უფასო ხელბარგის ატანა ყველას შეუძლია. დარწმუნებულები ვართ, რომ შეთავაზებული ბარგის გადატანის 50-ზე მეტი კომბინაცია მომხმარებელთა ინდივიდუალურ მოთხოვნებს მოერგება. მათ საშუალება ექნებათ, გადაიხადონ მხოლოდ იმ სერვისის საფასური, რომელიც სჭირდებათ. 1 ნოემბრიდან ჩვენთან ერთად მგზავრობა უფრო კომფორტული იქნება. ამასთან, ვაგრძელებთ ყველაზე დაბალი ფასების შემოთავაზებას ჩვენი ფართო ქსელის 44 ქვეყნის 143 ქალაქის მასშტაბით“. – განაცხადა „ვიზეარის” მარკეტინგის ოფიცერმა იოჰან ეიდჰაგენმა.

წყარო: Marketer.ge

Please reload

bottom of page