top of page

რუსეთის ვიზების გაფორმეის პროცედურა გამარტივდა და დაჩქარდა


თბილისში, ბესიკის 4 ნომერში, რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. სადაც მოქამაქეებს შეუძლიათ სავიზო განაცხადი და დოკუმენტები ჩააბარონ. ამით რუსეთის ვიზების გაფორმეის პროცედურა გამარტივდა და დაჩქარდა.

„რუსეთის ინტერესების სექციაში არსებობდა კონკრეტული პრობლემა დოკუმენტების მისაღებად განკუთვნილ დროსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით ამის შესახებ. ეს საკითხი, პირველ რიგში, აღელვებდა თავად ინტერესების სექციას. ცენტრალურ დარბაზში ფუნქციონირებს 12 ფანჯარა, პრემიუმ დარბაზში კი - 4, ანუ ჩვენ ყოველდღე ვიღებთ 300 ადამიანს. ჩვენი გათვლებით, ეს რაოდენობა სრულიად აკმაყოფილებს საქართველოს იმ მოქალაქეების მოთხოვნას, რომლებსაც სურთ რუსეთის ვიზების მიღება“ აცხადებენ სავიზო ცენტრში.

მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეეძლებათ როგორც ონლაინ, სპეციალურად შექმნილი ვებსაიტის დახმარებით, ისე ფოსტით. რუსეთის სავიზო ცენტრის თანახმად, დოკუმენტების ჩასაბარებლად მომსახურების მოსაკრებელი 30 დოლარს შეადგენს, ხოლო საკონსულო მოსაკრებელი (ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში) 60 დოლარია. თანხა იზრდება ვიზების გამოყენების სიხშირის მიხედვით და დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში. მოსაკრებლების გადახდა ხდება „სავიზო ცენტრში ქართულ ლარში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სავიზო ცენტრის ამოქმედებამდე რუსეთის ვიზები გაიცემოდა ი. ჭავჭავაძის 75 ნომერში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათ ვიზის მისაღებად ქრთამის გადახდა და რიგში ღამეების გათენება უწევდათ.

არსებობს მოწვევის ორი ფორმა - ელექტრონული და ქაღალდის ბლანკზე შედგენილი. მოწვევა ფორმდება შუამდგომლობის ჩაბარებიდან 20 სამუშაო დღეში. აუცილებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში (მძიმე ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება და ა.შ) შესაძლებელია მოწვევა გაფორმდეს 5 სამუშაო დღეშიც.

აღსანიშნავია, რომ თუ მიწვეული პირი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს დაარღვევს ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დაწესებულ მგზავრობის /ყოფნის წესებს, ან თუ მიწვეული პირის მიერ წარდგენილი იქნება არასწორი ან არასრული ინფორმაცია საელჩოში, მიმწვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა.

სავიზო პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: visageorgia.ge/visa-for-russia

Please reload

bottom of page