ჩინეთი - ტურიზმის ცენტრი 2030 წლისთვის

როგორც Euromonitor International - მსოფლიო მარკეტინგისა და კვლევის ცენტრი იუწყება, ჩინეთი, 2030 წლისთვის, საფრანგეთს ჩამოიტოვებს და ნომერ პირველი ტურისტული ცენტრი გახდება ვიზიტორთა რაოდენობით. ასევე, ამ დროისთვის, გამავალი ტურისტების რაოდენობით, მოწინავე ქვეყანა ხდება და ამერიკასა და გერმანიას ჩამოიტოვებს - 260 მილიონი გამავალი ტურით.
ეურომონიტორის მკვლევარი, ვოუტერ გითსი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ტურიზმი ჩინეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი გახდა. მისი კვლევების თანახმად, ჩინეთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იქნება, ჰონკ - კონგისა და ტაივანის ჩათვლით.
ტურისტების რიცხვის ზრდა, პირველ რიგში, ჩინეთის ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება, ამასთან ერთად, მეზობელი აზიური ქვეყნების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ტურისტების ნაკადების შემოდინებას აზიის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედებაც უწყობს ხელს, ამ ფაქტის გათვალისწინებით, კონტინენტშიდა ტურიზმის წილი დაახლოებით 80%-ია.
თუმცა, სვიზო რეჟიმის გამარტივებამ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, კომფორტის გაზრდის პარალელურად მომსახურებით სარგებლობა გაუძვირა - ბრიტანელს ჩინეთში ერთჯერადად შესვლის ვიზისთვის საშუალოდ 150 ევროს გადახდა უწევს.
მაღალი ფასების შემაფერხებელი ეფექტის საკომპენსაციოდ შეიძლება შიდა ტურიზმის განვითარება მივიჩნიოთ. 2018 წლის სტატისტიკა 4.7 ბილიონს ითვლის, 2023 წლისთვის ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 42.5%-ით გაზრდას ვარაუდობენ, რაც 6.7 ბილიონი იქნება.
როგორც ციფრები მოწმობს, ტურიზმი ჩინეთი სასიცოცლო მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით, სოფლის ცხოვრების გაუმჯობესებაში. განვითარების ტემპს სახელმწიფო გადაწყვეტილებებიც არ ჩამორჩება. 2017 წელს ჩინეთმა დაიწყო ტურისტული პროგრამა „ყველა ერთისთვის“, რომელიც კონსერვაციაზე, კულტურული მრვალფეროვნების და გარემოსდაცვითი მდგრადობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება.
როგორც დღევანდელი მონაცემებიდან ჩანს, როგორც შიდა ისე შემომავალი ტურიზმის განვითარებას, გარე ეფექტების გარდა, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებმა და მარკეტინგულმა აქტივობებმაც შეუწყო ხელი.
წყარო: Theguardian.com