აგვისტო - ოქტომბერში საზღვრის გადაკვეთაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს იტალიამ განუცხადა

შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა ქართველი ვიზიტორებისთვის, ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გარდა ზაფხულში დასვენებისა, საქმიანი ვიზიტები, საგანმანათლებლო მიზნებით გამგზავრება და გამოფენებში მონაწილეობაც იზრდება.
აგვისტო - ოქტომბერში საქართველოდან ყველაზე მეტი - 21 295 პირი გერმანიაში გაემგზავრა. მეორე ადგილას იტალია - 16 742 ვიზიტორითაა წარმოდგენილი, მესამე ადგილს კი საბერძნეთი - 13 365 ვიზიტორით იკავებს.
თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგიერთ მოქალაქეს უარი ეთქვა საზღვრის გადაკვეთაზე.
ამ მხრივ, პირველ ადგილს იტალია იკავებს. 3 თვის განმავლობაში საზღვრის გადაკვეთაზე იტალიამ 101 ქართველს უარი განუცხადა.
გერმანია - საბერძნეთს რაც შეეხება, გოეთეს ქვეყნიდან საზღვრის გადაკვეთაზე 50 პირს ეთქვა უარი, საბერძნეთის შემთხვევაში - 32-ს.
ამასთან, შენგენის ზონაში 10 ქვეყანაა, რომელსაც ქართველი მოგზაურებიდან 3 თვის განმავლობაში, უარი საზღვრის კვეთაზე არცერთისთვის უთქვამს: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ისლანდია, ფინეთი, მალტა, სლოვენია და სლოვაკეთი. იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ქართველებისთვის შესვლაზე უარი არ უთქვამთ, ყველაზე მეტი მოგზაური ავსტრიას ეწვია - 3 149 და არცერთი უარი.
წყარო: Forbes.ge