თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიარეისები განხორციელდება

საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია Air France, პარიზსა და თბილისს შორის, პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან, კომპანია, მგზავრებს, შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, კვირაში ორჯერ, გადაიყვანს. 31 მარტიდან, ფრენები, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.





Georgian Airways-თან თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელი, კვირაში 5 დღიანი ფრენებით ისარგებლებს. პარიზი – თბილისი, თბილისი – პარიზის მიმართულებით, 3-ჯერ კომპანია “Georgian Airways“ აქამდეც ახორციელებდა ფრენებს. ახლა კი დაემატა Air France-ის ავიარეისები, კვირაში ორჯერ.


ფრენის განრიგი ადგილობრივი დროის მიხედვით: AF1760 – გაფრენა: პარიზი, შარლ დე გოლი 13:25, ჩაფრენა: ,თბილისი, 20:10; AF1761 – გაფრენა: თბილისი, 9:00, ჩაფრენა: პარიზი, შარლ დე გოლი, 12:10.

პარიზიდან ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას Airbus A320-ის მიერ.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now