ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიების რეიტინგში ცვლილებებია

მონაცემების მიმოხილვას 2015 წლით თუ დავიწყებთ, ვნახავთ რომ ქართულ ავიასივრცეში ავიაკოპმანიების რიცხვი საგრძნობლად - 33-დან 57 - მდეა გაზრდილი. ეს დიდწილად საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდასაც უკავშირდება. გადავხედოთ სტატისტიკას - რომელი კომპანია იკავებს მოწინავე პოზიციებს დღეს, რომელმა კომპანიამ დათმო პროცენტული წილები და რა სიახლეებია ავიახაზებში.




როგორც აღვნიშნეთ, 2015 წლიდან 2018-მდე ავიაკომპანიების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, გადაყვანილ მზავრთა რიცხვიც პირდაპირპროპორციულად გაიზარდა - 2.2 მლნ - დან 3.8 მლნ - მდე.


წლების განმავლობაში ავიაბაზრის ყველაზე დიდ წილს უცხოური ავიაკომპანია იკავებდა, 2018 წლის პირველ ნახევარში კი ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ქართული ავიაკომპანია გახდა. ბოლო წლებში, ე.წ. ტოპ ხუთეულიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ყველაზე მეტად Georgian Airways-ს და WizzAir-ს გაეზარდათ, რისი მიზეზიც ავიაკომპანების მხრიდან გაზრდილი სიხშირეების რაოდენობაა. 2015 წლის შემდეგ, 9-ჯერ გაეზარდა მგზავრების რაოდენობა ურალის ავიახაზებს, რომელმაც წელს ბაზრის 6%-ის დაკავება შეძლო.


განვიხილოთ ავიაკომპანიების საბაზრო წილის ცვლილებები 2015 წელთან შედარებით.


2015 წელს, მაშინ როდესაც ბაზარზე 33 კომპანია იყო წარმოდგენილი, ყველაზე მსხვილ წილს შემდეგი კომპანიები იკავებდნენ:


2018 წლის 9 თვის მონაცემები კი შემდეგია:

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის დომინანტმა კომპანია Turkish Airlines-მა წილის თითქმის 10% დაკარგა, ავიაკომაპნიას მგზავრების რაოდენობა არ შემცირებია და თუკი ის 2015 წელს ჯამში 435 000 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი უკვე 440 000 მგზავრია.


გაზრდილი ფრენების სიხშირისა და ახალი მიმართულებების პარალელურად, მკვეთრად გაეზარდა და თითქმის გაუორმაგდა მგზავრების რაოდენობა Georgian Airways-ს. თუკი ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 253 000 მგზავრ მოემსახურა, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის 9 თვეში უკვე 433 800-ია.


მგზავრები გაეზარდა უკრაინის ავიახაზებსაც, თუმცა გაზრდილი კონკურენციის პარალელურად მან TOP ხუთეულში ადგილი დაკარგა. თუკი ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 212 000 მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 282 000-მდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 9 თვეში კი უკრაინული კომპანია 172 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და მისი წილი მთლიან ბაზარზე 12%-დან 4%-მდე შემცირდა.


ხუთეულს გამოეთიშა თურქული ავიაკომპანია პეგასუსიც. ავიაკომპანიას წელს მთლიანი ბაზრის 3% უკავია, ნაცვლად 2015 წლის 7%-სა. თუმცა ავიაკომპანიამ ბაზრის წილთან ერთად, მგზავრების რაოდენობაც დაკარგა და თუკი 2015 წელს 145 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 129 000 მგზავრამდე შემცირდა.


ბაზრის წილიც და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც გაეზარდა WizzAir-ს. კერძოდ, თუკი უნგრული ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 100 000-ზე ემტ მგზავრს მოემსახურა, მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი უკვე 425 000-ზე მეტია.


რაც შეეხება ურალის ავიახაზებს და ფლაიდუბაის, რომლებიც წელს (2018 წლის 9 თვე) ტოპ ხუთეულში იკავებენ ადგილს, ურალის ავიახაზების წილი 2015 წელს მხოლოდ 1% იყო, 17 000 გადაყვანილი მგზავრით, 2017 წელს კი ავიაკომპანიამ თითქმის 9-ჯერ მეტი 155 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მგზავრების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაეზარდა ფაი დუბაისაც, წელს კომპანია უკვე 244 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, 2015 წელს კი ეს ციფრი 90 000-ს შეადგენდა. ამასთან, ბაზრის წილიც და გადაყვანილიმგზავრების მოცულობაც გაეზარდა რუსულ Aeroflot-ს. კერძოდ, თუკი ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 73 400 მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს რაოდენობა 198 000-მდე გაიზარდა.

მასალა მომზადებულია Forbes Georgia-ს კვლევის მიხედვით.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია