top of page

ათათურქის აეროპორტი 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება

ათათურქის აეროპორტის გაფართოების სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა და წლის ბოლოს შესაძლოა საცდელი ფრენებიც განახორციელოს.


ახალი აეროპორტის სახელი ერდოღანს პროექტის მთავარი ფაზის დასრულების მიუხედავად არ გამოუცხადებია, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი გეგმის ნაწილი თურქეთის საერთაშორისო მოთამაშედ გადაქცევაა.




ისტანბულის ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე ყოველწლიურად 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ იგი დაახლოებით 19 000 ჰექტარს დაიკავებს და წელიწადში 200 მლნ მგზავრს გადაიყვანს 6 ასაფრენი ზოლით. ეს რიცხვი კი ორჯერ აღემატება ატლანტის ჰერტფილდ ჯეკსონის - მსოფლიოს უდიდესი აეროპორტის ფრენების რიცხვს.


თურქეთის ავიახაზები ახალი აეროპორტიდან პირველ ფრენებს სამი ადგილობრივი მიმართულებით შეასრულებს - ანკარა, ანტალია და იზმირი. იგი ასევე ბაქოსა და ერზრანში, ჩრდილოეთ კვიპროსში გაფრინდება.


აეროპორტის მშენებლობა თურქეთში განსხვავებულ რეაქციებს იწვევს. შრომათა კავშირი და გარემოს დამცველები შრომის უფლებების დარღვევასა და გარემოზე შესაძლო ზიანის მოტანას აპროტესტებენ, მეორეს მხრივ, ეკონომისტები აანონსებენ, რომ თურქეთის ეკონომიკაში, რომელიც ახლა კრიზისს განიცდის, ახალი აეროპორტი მნიშვნელოვან დადებით ძვრებს გამოიწვევს.

Please reload

bottom of page