ემიგრაცია კანადაში - Express Entry - ის მეშვეობით
ბლოგში „კანადის საემიგრაციო სისტემისა და მოთხოვნების“ შესახებ ის ძირითადი ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომელიც საემიგრაციო პროცესის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. გვინდა საკითხი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, Express Entry - ს მიმოხილვით გავააგრძელოთ.
Express Entry თქვენს აპლიკაციებს განიხილავს, აფასებს - რამდენად მიესადაგებიან კანადის საემიგრაციო პროგრამას და შემდეგ უზრუნველყოფს მათ შესაბამის კოორდინაციას.
Express Entry -ს მენეჯმენტი თქვენს პროფილში წარმოდგენილ ინფორმაციას სხვადასხვა ქულებით აფასებს, რომელიც, შემდგომში, თქვენს კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს.

ნაბიჯი 1 - გაარკვიეთ, რამდენად მიესადაგება თქვენი კანდიდატურა კანადის საემიგრაციო სისტემის მოთხოვნებს.
პირველ რიგში, გეტყვით, რომ Express Entry სამ სხვადასხვა საემიგრაციო პროგრამას აერთიანებს და თითოეული მათგანი სხვადასხვა კრიტერიუმს ანიჭებს უპირატესობას.
დასაწყისისთვის, გავარკვიოთ მიიღებთ უფლებას, რომ ჩაერთოთ Express Entry - ში?
ამისთვის ორი გზა არსებობს.
უპასუხეთ რამდენიმე მარტივ კითხვას, რათა გაიგოთ დააკმაყოფილებთ თუ არა მინიმალურ მოთხოვნებს:
ეროვნება
ასაკი
ენობრივი უნარ-ჩვევები (ყურადღება ინგლისურსა და ფრანგულზე გაამახვილეთ)
ოჯახის წევრები
განათლება
სამუშაო გამოცდილება
დეტალები ნებისმიერი სამუშაოს შემოთავაზებაზე.
2. გაეცანით პროგრამის მოთხოვნებს.
Express Entry, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამ საემიგრაციო პროგრამას მოიცავს:
Federal Skilled Worker Program
Federal Skilled Trades Program
Canadian Experience Class
თითოეული მათგანი კანდიდატებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ანიჭებს პრიორიტეტს. მნიშვნელოვანია, დასაწყისშივე განსაზღვროთ თქვენი უნარ-ჩვევებისთვის შესაბამისი პროგრამა და აპლიკაცია უფრო მიზანმიმართულად შეავსოთ.
ნაბიჯი 2 - მოამზადეთ დოკუმენტაცია
პროგრამაში მონაწილეობისას თქვენ დაგჭირდებათ ისეთი დოკუმენტაცია, როგორიცაა, მაგალითად ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სხვა. ზოგიერთი მათგანის მომზადება დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ, უსიამოვნო სიურპრიზებისა და გართულებებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, დღესვე შეუდექით ბიუროკრატიული მხარის მოგვარებას.
რა დაგჭირდებათ:
დოკუმენტები პროფილისთვის:
პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი
ენის გამოცდის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი)
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა) თუ თქვენ აპირებთ მონაწილეობა მიიღოთ Federal Skilled Worker Program - ში ან მიგაჩნიათ, რომ მიღებული განათლების დადასტურებით თქვენი პროფილის ქულები სგრძნობლად მოიმატებს.
კანადაში სამუშაოს შემოთავაზების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ გაქვთ ასეთი).
ამ დოკუმენტების პროფილზე ატვირთვა პირველ ეტაპზე საჭირო არაა, თუმცა, მათში წარმოდგენილი ინფორმაციის შეტანა დაგჭირდებათ. როდესაც მოგეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღოთ მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსის მოპოვების პროგრამაში და თქვენი პროფილი სხვა კანდიდატების გვერ, შემდეგ მათ ასლებსაც ატვირთავთ პროფილზე.
2. თუ პროგრამა გამოგიგზავნით დადასტურებას, რომ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსის მოპოვების პროგრამაში, დაგჭირდებათ ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის ასლების პროფილზე ატვირთვა. ამასთანავე, დაგჭირდებათ:
პოლიციის მოწმობა (უნდა მიმართოთ შინაგან საქმეტა სამინისტროს)
სამედიცინო შემოწმების შედეგები
ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ორგანოსგან
ეს დოკუმენტები მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასვლისას უნდა წარმოადგინოთ - როდესაც უკვე ჩართული იქნებით მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსის მოპოვების პროგრამაში.
ნაბიჯი 3 - თქვენი პროფილი
მას შემდეგ, რაც Express Entry თქვენს კანდიდატურას დადებითად შეაფასებს, ავტომატურად ხვდებით უამრავი აპლიკანტის გვერდით.
ამ კანდიდტთა სიაში თქვენს პოზიციას პროფილზე მონიჭებული ქულებით დაიკავებთ. პროფილის მართვა, შემოწმება, ინფორმაციის სწორად განთავსება, თქვენი გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების სწორად წარმოჩენა მოგიტანთ იმ ქულებს, რომლებიც თქვენს კანდიდატურას დამსაქმებლისა და კანადის სახელმწიფოსთვის სხვა აპლიკანტებთან შედარებით, უფრო პერსპექტიულ და სანდო კადრად წარმოგაჩენთ.
ნაბიჯი 4 - მოწვევის მიღება და მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი
Express Entry - ს პროგრამა კანდიდატებიდან უმაღლესი ქულების მქონეს უკავშირდება. თუ თქვენ ამ მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებთ, მაშინ, 60 დღე გაქვთ, რათა სრული დოკუმენტაცია წარადგინოთ.
წარმოდგენილ დოკუმენტაციას Express Entry 6 ან უფრო ნაკლებ პერიოდში განიხილავს და, ვიმედოვნებთ, შეტყობინება დადებით შედეგს გამცნობთ!