კანადის საემიგრაციო პროგრამა 2019 წლიდან არ გამარტივებულა

როგორც იცით, კანადის სახელმწიფო საემიგრაციო დეპარტამენტი 2019 წლიდან მომდევნო სამი წლის მანძილზე მიიღებს გაზრდილი რაოდენობის ემიგრანტებს (1 მილიონზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა საუბარი) და მიანიჭებს ემიგრანტის სტატუსს, რაც გულისხმობს კანადაში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლებას. ეს ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა ქართულ მედია სივრცეში, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა და აზრთა სხვადასხვაობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „ვიზაჯორჯიამ“ ჩაატარა მოკვლევა, რათა დაედგინა აღნიშნული სიახლე ეხებოდა თუ არა ასევე საემიგრაციო პროცედურების გამარტივებასაც.
კანადის ეს საიმიგრაციო პროგრამა 2015 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ და მონაწილეობა მიიღონ საიმიგრაციო პროგრამაში, თუმცა ახალი რეგულაციების მიუხედავად, კანადის საკონსულოს ოფიციალურ განცხადებით, საიმიგრაციო მოთხოვნები არ შეცვლილა და არ გამარტივებულა.
იმისათვის, რომ პიროვნებამ განაცხადი გააკეთოს და მონაწილოება მიიღოს საიმიგრაციო პროგრამაში, კვლავ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი, მათ შორის არის ენის ცოდნის დონე და შესაბამისი სერთიფიკატი (ILTS), ასევე სამუშაო გამოცდილების სტაჟი და პროფესია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად იყოფა და პროცედურა რამდენიმე თვე და ზოგიერთ შემთხვევაში, წელიწადზე მეტხანს შეიზლება გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან გაიზრდება ემიგრანტთა მიღების რაოდენობა, სამწუხაროდ, ეს საიმიგრაციო პროგრამა არ გამარტივებულა. თუმცა, როგორც აქმდე, საემიგრაციო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს, კვლავ შეუძლია გამოიყენონ გამოცდილი საემიგრაციო ადვოკატების მომსახურება და ჩაერთონ ამ პროგრამაში.